7 ფაქტი კაშიაზე: ამერიკელებმა გულშემატკივრს ქართველი მცველი გააცნეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

7 ფაქტი კაშიაზე: ამერიკელებმა გულშემატკივრს ქართველი მცველი გააცნეს


7 ფაქტი კაშიაზე: ამერიკელებმა გულშემატკივრს ქართველი მცველი გააცნეს

გურამ კაშიას ამერიკაში გადასვლის შემდეგ, "სან ხოსეს" ოფიციალური საიტი გულშემატკივარს ქართველ მცველს აცნობს და 7 საინტერესო ფაქტს წერს.

1. გურამ კაშია "ვიტესში" 2010 წელს ჩაირიცხა. ამ დროის განმავლობაში მან 293 მატჩი ჩაატარა, 25 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა მიითვალა.

2. 2017/18 წლების სეზონი კაშია "ვიტესთან" ერთად ევროპა ლიგაზე კიდევ ერთხელ გავიდა. წინა სეზონში არნემელთა კაპიტანი 3 გოლითა და ერთი ასისტით გამოირჩა.

3. ბოლო 2 სეზონი, გურამ კაშია "ვიტესის" დაცვის ხაზში მეტ მიაზგასთან ერთად თამაშობდა, რომელიც ამერიკელია.

4. გურამ კაშიას ყველაზე დიდი წარმატება "ვიტესში" გასულ წელს ჰქონდა, როცა გუნდთან ერთად ჰოლანდიის თასი მოიგო.

5. კაშია 2012 და 2013 წელს საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, 2015 წლის აგვისტოში კი ჰოლანდიის ჩემპიონატის თვის საუკეთესო მოთამაშე.

6. 2009 წელს, საქართველოს ნაკრებში კაშიას დებიუტი შედგა. ამ დროიდან მოყოლებული მან 64 მატჩში 2 გოლი გაიტანა. ცოტა ხნის წინ გამართულ მალტასთან მატჩში, კაშიამ ბოლო წუთზე პენალტი გაიტანა და თავის ნაკრებს მოაგებინა.

7. სან ხოსეში კაშია და ყაზაიშვილი ერთად ითამაშებენ. ისინი ვიტესში ერთად 2011-2017 წლებში ხოლო ეროვნულ ნაკრებში 2014 წლიდან თამაშობენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები