ბაიერმა ლენოს თაობაზე ნაპოლის წინადადება არ მიიღო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბაიერმა ლენოს თაობაზე ნაპოლის წინადადება არ მიიღო


ბაიერმა ლენოს თაობაზე ნაპოლის წინადადება არ მიიღო

ლევერკუზენის "ბაიერის" ხელმძღვანელობამ "ნაპოლი" ბერნდ ლენოს ტრანსფერის თაობაზე უარით გაისტუმრა.

ცნობილი გერმანული ტაბლოიდი "Bild" ავრცელებს, რომ იტალიურ კლუბს ლენოს გაფორმება მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სურდა და გერმანულ კლუბს 18 მილიონი ევრო შესთავაზა.

თუმცა "ფარმაცეპტებმა" ნეაპოლელების წინადადება არ მიიღეს, ვინაიდან სურთ, რომ 26 წლის გერმანელი გოლკიპერის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო მიიღონ.

ბუნდესლიგის გასულ სეზონში ლენომ 33 მატჩი ჩაატარა და 10-ჯერ კარის მშრალად შენახვა მოახერხა. ბერნდმა უკვე დაადასტურა, რომ მას კლუბის დატოვება სურს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები