ტოტენჰემმა თვალი გიოტცეს დაადგა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ტოტენჰემმა თვალი გიოტცეს დაადგა


ტოტენჰემმა თვალი გიოტცეს დაადგა

"დორტმუნდის" ჰავბეკი, მარიო გიოტცე წამყვანი ინგლისური კლუბების ყურადღების მიპყრობას აგრძელებს.

როგორც Football London იუწყება, ბორუსიელები 26 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ არანაკლებ 18 მილიონი ფუნტის მიღებას გეგმავენ.

შეგახსენებთ, ტრავმის გამო, მარიომ "დორტმუნდის" ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, გარდა ამისა 2018 წლის მუნდიალზე გერმანიის ნაკრების 23-კაციან განაცხადშიც ვერ მოხვდა.

გასულ სეზონში გიოტცემ ბუნდესლიგაში 23 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები