ბეილმა მანჩესტერ იუნაიტედს უარი უთხრა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბეილმა მანჩესტერ იუნაიტედს უარი უთხრა


ბეილმა მანჩესტერ იუნაიტედს უარი უთხრა

"რეალის" თავდამსხმელმა, გარეტ ბეილმა "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლაზე უარი თქვა, წერს Daily Star.

ბრიტანული გამოცემის თანახმად, 28 წლის უელსელმა მეგობრებს განუცხადა, რომ "რეალში" ბედნიერია და "თეთრების" ახალ მთავარ მწვრთნელ ხულენ ლოპეტეგისთან სურს მუშაობა.

ფეხბურთელის წარმომადგენლებმა "ემიუს" ბეილის უარზე აცნობეს და მოლაპარაკებებიც შეწყვიტეს.

შეგახსენებთ, აქამდე არსებული ცნობით, ბეილი ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "ეშმაკუნების" მთავარი სამიზნეა. ინგლისელები მზად იყვნენ გარეტში 110 მილიონი ევრო გადაეხადათ.

ბეილი "სამეფო კლუბში" 2013 წლიდან ასპარეზობს. გასულ სეზონში მან 44 მატჩი ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები