დე ხეა მანჩესტერ იუნაიტედთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დე ხეა მანჩესტერ იუნაიტედთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს


დე ხეა მანჩესტერ იუნაიტედთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს

"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე, დავიდ დე ხეა კლუბთან ახალი ხუთწლიანი კონტრაქტის გაფორმებას დათანხმდა, იუწყება The Manchester Evening News.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა მას 2019 წლის ზაფხულში ეწურება.

არსებული ინფორმაციით, 27 წლის კიპერის აგენტებმა "რეალთან" გამართეს მოლაპარაკებები, მაგრამ სამწვრთნელო შტაბში ცვლილების გამო - ზინედინ ზიდანის წასვლა და ხულენ ლოპეტეგის დანიშვნა - დე ხეამ მანჩესტერში დარჩენა გადაწყვიტა.

ესპანელი ინგლისურ კლუბში 2011 წლიდან ირიცხება. გასულ სეზონში 45 მატჩი ჩაატარა და 22-ჯერ შეინახა კარი მშრალად.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები