ფეკირი შეიძლება პრემიერ ლიგის ერთ-ერთ წამყვან კლუბში გადავიდეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ფეკირი შეიძლება პრემიერ ლიგის ერთ-ერთ წამყვან კლუბში გადავიდეს


ფეკირი შეიძლება პრემიერ ლიგის ერთ-ერთ წამყვან კლუბში გადავიდეს

"ლიონის" ნახევარმცველი, ნაბილ ფეკირი შეიძლება პრემიერ ლიგის ერთ-ერთ წამყვან კლუბში გადავიდეს, წერს The Sun.

აქამდე, 24 წლის ფრანგი "ლივერპულში" გადასვლასთან იყო ახლოს, მაგრამ ბოლო მომენტში ტრანსფერი ჩაიშალა.

ბრიტანული გამოცემის თანახმად, ჰავბეკისთვის ბრძოლაში "ჩელსი" და "ტოტენჰემი" არიან ფავორიტები. გარდა ამისა, მისით "სიტი" და "იუნაიტედიც" ინტერესდებიან.

კლუბები მუნდიალის დასრულებას დაელოდებიან, რათა საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელის ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყონ.

გასულ სეზონში ფეკირმა 46 მატჩი ჩაატარა და 24 გოლი გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები