ნაპოლიმ პსჟ-ს არეოლას თაობაზე წინადადებით მიმართა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ნაპოლიმ პსჟ-ს არეოლას თაობაზე წინადადებით მიმართა


ნაპოლიმ პსჟ-ს არეოლას თაობაზე წინადადებით მიმართა

აქამდე 25 წლის მეკარე, ალფონს არეოლა "პსჟ"-ს ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად ითვლებოდა, მაგრამ ფრანგები ლეგენდარული ჯიჯი ბუფონის გაფორმებასთან არიან ახლოს.

როგორც Corriere dello Sport იუწყება, ბუფონის პარიზულ კლუბში გადაბარგების შემთხვევაში, "ნაპოლი" მზადაა არეოლა დაიმატოს.

არსებული ცნობით, ნეაპოლელებმა პარიზელებს ფეხბურთელის ტრანსფერზე 25 მილიონ ევროიანი წინადადებით უკვე მიმართეს.

ბუფონის აგენტმა აქამდე თქვა, რომ მისი კლიენტისთვის "პსჟ"-სთან კონტრაქტის გაფორმება სასურველი ვარიანტია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები