ბალოტელის ახალი კლუბი 99%-ით გარკვეულია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბალოტელის ახალი კლუბი 99%-ით გარკვეულია


ბალოტელის ახალი კლუბი 99%-ით გარკვეულია

მოგეხსენებათ, "ნიცას" თავდამსხმელს, მარიო ბალოტელის ამ ზაფხულს კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა ეწურება.

პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ 27 წლის იტალიელი "მარსელს" შეუერთდება, რომელთანაც "სუპერ მარიოს" აგენტი, მინო რაიოლა მოლაპარაკებებს აწარმოებს.

"მარსელის" ბოსებთან კარგი ურთიერთობა მაქვს", - ციტირებს რაიოლას სიტყვებს RMC Sport.

"ბალოტელი ფეხბურთელია, რომელიც ემოციებს წარმოშობს. მისი ხასიათი "მარსელის" ფილოსოფიაში ჯდება, რადგან იქ ვნებიანი ხალხი ცხოვრობს, მარიო კი ზუსტად ასეთია".

გასულ სეზონში ბალოტელიმ 40 მატჩი ჩაატარა და 27 გოლი გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები