კვერკველიამ დაადასტურა! - ქართველი პრემიერ ლიგის კლუბთან აწარმოებს მოლაპარაკებებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კვერკველიამ დაადასტურა! - ქართველი პრემიერ ლიგის კლუბთან აწარმოებს მოლაპარაკებებს


კვერკველიამ დაადასტურა! - ქართველი პრემიერ ლიგის კლუბთან აწარმოებს მოლაპარაკებებს

"ლოკომოტივის" მცველმა, სოლომონ კვერკველიამ განაცხადა, რომ "ლესტერთან" აწარმოებს მოლაპარაკებებს.

მოსკოველებთან ქართველ უკანახაზელს 2021 წლის 30 ივნისს ეწურება მოქმედი კონტრაქტის ვადა.

"ჩემი აგენტი "ლესტერთან" აწარმოებს მოლაპარაკებებს", - აცხადებს 26 წლის ფეხბურთელი 1tv.ge-სთან ინტერვიუში.

"ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში გაირკვევა, გადავალ თუ არა ინგლისურ კლუბში "ლოკომოტივიდან".

გასულ სეზონში ჩვენებურმა ყველა ტურნირზე ერთად 47 მატჩ ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. იგი "ლოკომოტივთან" ერთად რუსეთის ჩემპიონი გახდა.

ასევე იხილეთ:

სავარაუდო ტრანსფერი? - გუშინ რონალდუს თამაშს პრეზიდენტმა ადევნა თვალი

რონალდუმ 10 წლის წინანდელი შედევრი გაიმეორა

რონალდუ 2 წლით თავისუფლების აღკვეთაზე დათანხმდა - სასამართლო სრულდება


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები