პრემიერ ლიგის ახალწვეულმა პორტუგალიის ნაკრების მეკარე დაიმატა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პრემიერ ლიგის ახალწვეულმა პორტუგალიის ნაკრების მეკარე დაიმატა


პრემიერ ლიგის ახალწვეულმა პორტუგალიის ნაკრების მეკარე დაიმატა

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების გოლკიპერი, რუი პატრისიო, კარიერას ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.

ლისაბონის "სპორტინგის" მეკარის ტრანსფერი პრემიერ ლიგის ახალწვეულმა, "ვულვერჰემპტონმა" დაადასტურა - 30 წლის პორტუგალიელმა კიპერმა 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ინგლისური პრესის ინფორმაციით, "მგლებმა" პატრისიო უფასოდ დაიმატეს, ვინაიდან მან ლისაბონურ კლუბთან კონტრაქტი მანამდე გაწყვიტა.

რუი პატრისიო ლისაბონის "სპორტინგის" აღზრდილია და ამ კლუბის მაისურით 460 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

გასულ სეზონში ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა "სპორტინგის" რიგებში 56 მატჩი ჩაატარა, 48 გოლი გაუშვა და 23-ჯერ შეინახა კარი მშრალად.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები