რომამ დი ფრანჩესკოს გაუხანგრძლივა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რომამ დი ფრანჩესკოს გაუხანგრძლივა


რომამ დი ფრანჩესკოს გაუხანგრძლივა

"რომას" მთავარმა მწვრთნელმა, ეუსებიო დი ფრანჩესკომ, თავის კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

რომაული კლუბის ოფიციალური ვებ-საიტი იტყობინება, რომ დი ფრანჩესკომ მოქმედი ხელშეკრულება 2020 წლამდე გაახანგრძლივა.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ "რომაში" მუშაობას ვაგრძელებ. ვამაყობ კლუბის ნდობით და იმედი მაქვს, მათ და ძვირფას გულშემატკივრებს იმედებს არ გავუცრუებ", - განაცხადა 48 წლის იტალიელმა სპეციალისტმა.

დი ფრანჩესკომ "რომა" გასული წლის ზაფხულში ჩაიბარა და მშვენიერი სეზონი ჩაატარებინა. "მგლები" სერია ა-ში მესამე ადგილზე გავიდნენ, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალამდე გააღწიეს.
ასევე იხილეთ თემაზე:
რომა ეუსებიო დი ფრანჩესკო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები