კვერკველიამ მის სახლში აღმოჩენილ ცხედარზე კომენტარი გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კვერკველიამ მის სახლში აღმოჩენილ ცხედარზე კომენტარი გააკეთა


კვერკველიამ მის სახლში აღმოჩენილ ცხედარზე კომენტარი გააკეთა

რუსული გამოცემები წერენ, რომ საქართველოს ნაკრებისა და "ლოკომოტივის" მცველის ბინაში ცხედარი აღმოაჩინეს.

შემთხვევა მოსკოვში მოხვდა და ცნობილია, რომ გარდაცვლილი პიროვნება ქართველია.

პრესა წერს, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკული ნივთიერების გადაჭარბებული მიღება იყო.

ამ ფაქტზე, საბა კვერკველიამ პირველი კომენტარი გააკეთა:

"ამ ბინაში უკვე 6 თვეა აღარ ვცხოვრობ. ის ჩემს მეგობარს გადავეცი და 6 თვის განმავლობაში იქ ნამყოფიც არ ვიყავი.

ადამიანი, რომელიც გარდაიცვალა ჩემი მეგობარი არ იყო, ის ყოფილი ფეხბურთელია.

როგორც ვიცი, გარდაცვლილი იმ პიროვნების ახლო მეგობარი იყო, რომელსაც მე ბინა გადავეცი

ამჟამად, საქართველოში ვიმყოფები და ეს ყველაფერი პრესისგან შევიტყვე. ოდნავ გაოცებული ვარ", - განაცხადა კვერკველიამ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები