მანჩესტერ იუნაიტედი ვილიანში 69 მლნ ევროს იხდის » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მანჩესტერ იუნაიტედი ვილიანში 69 მლნ ევროს იხდის


მანჩესტერ იუნაიტედი ვილიანში 69 მლნ ევროს იხდის

"ჩელსის" ნახევარმცველმა, ვილიანმა კარიერა შეიძლება "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელოს, წერს Daily Mail.

"ეშმაკუნების" ბოსები მზად არიან ბრაზილიის ნაკრების 29 წლის ჰავბეკში 69 მილიონი ევრო გადაიხადონ.

ვილიანს "ჩელსისთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2020 წლის ზაფხულში ეწურება.

გასულ სეზონში ფეხბურთელმა ლონდონელთა მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 55 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი შეაგდო და 9 საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები