რეალი მზადაა სალაჰის ტრანსფერში კეილორ ნავასი ჩართოს? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რეალი მზადაა სალაჰის ტრანსფერში კეილორ ნავასი ჩართოს?


რეალი მზადაა სალაჰის ტრანსფერში კეილორ ნავასი ჩართოს?

"რეალის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი "ლივერპულისა" და ეგვიპტის ნაკრების თავდამსხმელ მოჰამედ სალაჰის შეძენას კვლავ ცდილობს, იტყობინება Diario Gol.

არსებული ინფორმაციით, "სამეფო კლუბი" მზადაა 26 წლის ტრანსფერში კიპერი, კეილორ ნავასი ჩართოს.

ზემოთაღნიშნული გამოცემის თანახმად, გარდა 31 წლის კოსტარიკელისა, ესპანური გრანდი მზადაა მერსისაიდელებს დამატებით 150 მლნ ევრო გადაუხადოს.

სალაჰი "ლივერპულში" 2017 წლის ზაფხულიდან ასპარეზობს. კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება. გასულ სეზონში მან 52 მატჩი ჩაატარა, 44 გოლი შეაგდო და 16 საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები