ლესტერი კვერკველიას თაობაზე მოლაპარაკებებს არ აწარმოებს? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლესტერი კვერკველიას თაობაზე მოლაპარაკებებს არ აწარმოებს?


ლესტერი კვერკველიას თაობაზე მოლაპარაკებებს არ აწარმოებს?

როგორც Leicester Mercury იუწყება, "ლესტერი" "ლოკომოტივის" 26 წლის მცველის, სოლომონ კვერკველიას ტრანსფერზე მოლაპარაკებებს არ აწარმოებს.

აქამდე, ქართველმა ფეხბურთელმა თქვა, რომ მის აგენტს "მელიებთან" კონტაქტი აქვს.

არსებული ინფორმაციით, "ლესტერს" ნამდვილად სურს ცენტრალური მცველის პოზიციის გაძლიერება. კლუბის პრიორიტეტული ვარიანტი ალექსანდრ დრაგოვიჩია. 27 წლის ავსტრიელმა "ლესტერში" გასული სეზონი იჯარის წესით გაატარა.

დრაგოვიჩმა 2017/18 წლების სეზონში "მელიების" ღირსება პრემიერ ლიგის 11 მატჩში დაიცვა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები