ემერის ბელერინის შენარჩუნება უნდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ემერის ბელერინის შენარჩუნება უნდა


ემერის ბელერინის შენარჩუნება უნდა

"არსენალის" მთავარი მწვრთნელი, უნაი ემერი მცველ ექტორ ბელერინთან განშორებას არ აპირებს, იუწყება ბრიტანული პრესა.

როგორც Mirror იტყობინება, ესპანელი ფეხბურთელი იმ ხუთ ფეხბურთელს შორისაა, რომელთა შენარჩუნებაც ახალ მწვრთნელს ნებისმიერ ფასად სურს.

აქამდე არსებული ცნობით, ბელერინისადმი ინტერესს "იუვენტუსი" იჩენს. ამ სიის დანარჩენი ფეხბურთელები არ სახელდება, მაგრამ გამოცემა მიიჩნევს, რომ ესენი გენრიხ მხითარიანი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, ალექსანდრ ლაკაზეტი და გრანიტ ჯაკა არიან.

23 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში 47 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები