გუტიმ რეალის ახალგაზრდულ გუნდთან გაახანგრძლივა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

გუტიმ რეალის ახალგაზრდულ გუნდთან გაახანგრძლივა


გუტიმ რეალის ახალგაზრდულ გუნდთან გაახანგრძლივა

"რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ექს-ნახევარმცველი, გუტი, რომელიც ამ ეტაპზე მადრიდელთა ახალგაზრდულ გუნდს წვრთნის, აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობას გააგრძელებს, იუწყება Football Espana.

ესპანური გამოცემის თანახმად, ახალი ხელშეკრულება 2-წლიანია.

აქამდე პრესაში არაერთხელ დაიწერა, რომ ექს-ჰავბეკს შეიძლებოდა "რეალის" თავკაცის პოსტზე ზინედინ ზიდანი შეეცვალა, მაგრამ ივნისის თვის შუა რიცხვებში ამ პოსტზე ხულენ ლოპეტეგი დაინიშნა.

შეგახსენებთ, გუტი "სამეფო კლუბში" 1995 წლიდან 2010 წლამდე ირიცხებოდა. "კასტილიას" იგი 2013 წლიდან წვრთნის.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები