სევილიას მეკარე რომაში? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სევილიას მეკარე რომაში?


სევილიას მეკარე რომაში?

"რომა" "რეალში" ალისონ ბეკერის გაშვებასთან ახლოსაა. რომაელები თავიანთი კიპერის სანაცვლოდ 80 მლნ ევროს ითხოვდენ, მაგრამ მადრიდელები მხოლოდ 60 მილიონს იხდიან.

ვარაუდობენ, რომ "სამეფო კლუბი" მაინც 60 მილიონს გადაიხდის, მაგრამ შეთანხმებაში დიდი ბონუსების პუნქტი ჩაიდება.

"რომა" ბრაზილიელი კიპერის შემცვლელად "პსჟ"-ს კარის დარაჯ ალფონსო არეოლას განიხილავს, ასევე "სევილიას" მეკარე სერხიო რიკოს, წერს Onda Cero.

რიკო 24 წლისაა, მაგრამ უკვე რამდენიმე წელიწადია "სევილიაში" ირიცხება. გასულ სეზონში მან ანდალუსიელთა რიგებში 40 მატჩი ჩაატარა და 13-ჯერ შეინახა საკუთარი კარი მშრალად.

რიკოს შესაძლებლობები კარგადაა ნაცნობი "რომას" სპორტული დირექტორისთვის, რამონ მონჩისთვის, რომელსაც აქამდე უამრავი წელიწადი უმუშავია "სევილიაში".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები