ტორპედოს მწვრთნელი კენჭისყრის შემდეგ: "ჩვენ მხოლოდ ქუთაისის სახელს არ წარვადგენთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ტორპედოს მწვრთნელი კენჭისყრის შემდეგ: "ჩვენ მხოლოდ ქუთაისის სახელს არ წარვადგენთ"


ტორპედოს მწვრთნელი კენჭისყრის შემდეგ:

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის "ტორპედო" მოლდოვის ჩემპიონ "შერიფს" დაუპირისპირდება.

კენჭისყრა საქართველოს მოქედი ჩემპიონების თავკაცმა კახა ჩხეტიანმა შეაფასა.

სავარაუდო მეტოქეებიდან, მხოლოდ "ნიუ საინთსი" იყო სხვა კლუბებთან შედარებით სუსტი, დანარჩენები კი ძლიერები იყვნენ.

"შერიფი" საკმაოდ ძლიერი გუნდია. შარშან ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზეც კი იყვნენ და ჯგუფში, სადაც მოსკოვის "ლოკომოტივი" და "კოპენჰაგენი" არიან, 9 ქულა დააგროვეს, რაც იოლი საქმე ნამდვილად არაა.

მოძიებული ინფორმაციით, ამ გუნდში 15 ლეგიონერია, ჩემპიონატში კი ახლა პირველ ადგილზე არიან... ყველაფერი ორი მატჩის ჯამში გადაწყდება. პირველი თამაში ქუთაისშია და ვეცდებით, დადებით შედეგს მივაღწიოთ.

იგეგმება გუნდის გაძლიერება. ვფიქრობ, რომ აუცილებელიცაა ფეხბურთელების დამატება. მატჩამდე მცირე დროა და არის პოზიციები, სადაც გაძლიერება აუცილებელია და ვეცდებით ამას. რა თქმა უნდა, იმ ფეხბურთელების დიდი იმედიც მაქვს, ვინც გუნდში არიან.

ევროტურნირებზე მხოლოდ ქუთაისს არ წარვადგენთ, იქ ქვეყნის სახე ვართ და ვალდებულები ვართ, ჩვენს თამაშში ქართული გული და სული იგრძნობოდეს. ყველამ ჩვენი მაქსიმუმი უნდა გავიღოთ, რომ ეს ბარიერი გადავლახოთ", - თქვა ჩხეტიანმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები