შერიფის მწვრთნელმა კენჭისყრის შემდეგ ტორპედოს ძალები შეაფასა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

შერიფის მწვრთნელმა კენჭისყრის შემდეგ ტორპედოს ძალები შეაფასა


შერიფის მწვრთნელმა კენჭისყრის შემდეგ ტორპედოს ძალები შეაფასა

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში ერთმანეთს "ტორპედო" და "შერიფი" დაუპირისპირდებიან.

კენჭისყრის შემდეგ კომენტარი მოლდოვური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გორან საბლიჩმა გააკეთა.

"პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ კენჭისყრის შედეგებით კმაყოფილი ვარ. ტორპედოს შესახებ არაფერი მსმენია, ამიტომ მეტოქე რაც შეიძლება მალე უნდა შევისწავლოთ. ჩვენი მიზანი პირველი რაუნდის გადალახვაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

როგორც გითხარით, ტორპედოს პირისპირ არასდროს მითამაშია, თუმცა როგორც ვიცი, ქართველები შემტევ ფეხბურთს თამაშობენ, ამიტომ მეტოქეს პატივი უნდა ვცეთ.

ჩვენთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, საც იქნებოდა პირველი მატჩი. შინაც და სტუმრადაც მოსაგებად უნდა ვიბრძოლოთ", - თქვა "შერიფის" მწვრთნელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები