იტალიური პრესა: პასტორეს მომავალი გარკვეულია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

იტალიური პრესა: პასტორეს მომავალი გარკვეულია


იტალიური პრესა: პასტორეს მომავალი გარკვეულია

"პარი სენ ჟერმენის" ნახევარმცველი, ხავიერ პასტორე, "რომაში" გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.

ცნობილი იტალიური გაზეთი "Calciomercato" იტყობინება, რომ რომაულმა კლუბმა ყველაფერი ძალიან სწრაფად გააკეთა - პარიზელებს უკვე მოელაპარაკა და პასტორეს ტრანსფერი შეათანხმა.

28 წლის არგენტინელის სანაცვლოდ "მგლები" 18,5 მილიონ ევროს გადაიხდიან. "პსჟ-მ" ხავიერის გაყიდვა 30 ივნისამდე უნდა მოასწროს, რათა "Faiრ Play" პრობლემები აირიდოს თავიდან.

საფრანგეთის ლიგა 1-ს გასულ სეზონში ხავიერ პასტორემ 25 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები