ნაინგოლანმა აღიარა, რომ ინტერში გადავიდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ნაინგოლანმა აღიარა, რომ ინტერში გადავიდა


ნაინგოლანმა აღიარა, რომ ინტერში გადავიდა

"რომას" ცენტრალური ნახევარმცველი, რაჯა ნაინგოლანი, დიდი ალბათობით, ზაფხულში მილანის "ინტერის" მოთამაშე გახდება.

იტალიური გამოცემა "Calciomercato" იტყობინება, რომ 30 წლის ბელგიელმა "ნერაძურიში" გადასვლა დაადასტურა.

ზემოთსენებული წყაროს ინფორმაციით, რაჯა "რომას" ბაზას ეწვია და იქ დაემშვიდობა ყველას მანამ, სანამ ადგილზე გუნდის თავკაცი, ეუსებიო დი ფრანჩესკო, მივიდოდა.

მოგვიანებით კი რაჯა ერთ-ერთ რესტორანში შენიშნეს, სადაც რომაელ ფანებს ასე მიმართავდა: "მილანში შევხვდებით!".

მოსალოდნელია, რომ "ინტერი" ნაინგოლანის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს გადაიხდის და პლიუს ამას "რომაში" ერთ ან ორ მოთამაშეს გაუშვებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები