ლევანდოვსკი: "მინდა, რომ უმაღლეს დონეზე 35 წლამდე ვითამაშო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლევანდოვსკი: "მინდა, რომ უმაღლეს დონეზე 35 წლამდე ვითამაშო"


ლევანდოვსკი:

პოლონეთის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

"ვგრძნობ, რომ თავდამსხმელის რანგში საუკეთესო პერიოდს მხოლოდ ახლა ვიწყებ. საკმაოდ მხიარული ვარ და დიდი გამოცდილება გამაჩნია.

თუ ჯანმრთელი ვიქნები, მინდა, რომ ევროპაში რაც შეიძლება დიდი ხანი ვითამაშო. ჩემი გეგმაა, რომ უმაღლეს დონეზე მინიმუმ 35 წლამდე მაინც ვიასპარეზო", - აღნიშნა ლევანდოვსკიმ.

"რეკორდმაისტერის" ცხრიანი ახლა 29 წლის არის და ფანტასტიკურ ფორმაში იმყოფება. გასულ სეზონში ლევიმ "ბაიერნის" მაისურით ჩატარებულ 48 თამაშში 41 გოლი გაიტანა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი რობერტ ლევანდოვსკი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები