ეროვნული ლიგა - მე-15 ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ეროვნული ლიგა - მე-15 ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით


ეროვნული ლიგა - მე-15 ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

ეროვნული ლიგის მე-15 ტურში საინტერესო მატჩები შედგა. ლიდერების დაპირისპირება "დინამოსა" და "საბურთალოს" შორის, საბურთალოელთა გამარჯვებით დასრულდა.

გორის "დილამ" მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა და საკუთარ მოედანზე "სამტრედია" უშანსოდ დაამარცხა.

GOAL.GE- გთავაზობთ ეროვნული ლიგის მე-15 ტურის საუკეთესო ფეხბურთელებისგან შემდგარ სიმბოლურ გუნდს.

ლაზარე კუპატაძე (საბურთალო): ახალგაზრდა ქართველი მეკარე რომ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე, ეს "დინამოსთან" მატჩშიც გამოჩნდა. როცა ანგარიში 0:0 იყო, კუპატაძემ "საბურთალო" გაშვებულ გოლს რამდენჯერმე გადაარჩინა.

გურამ გიორბელიძე (სიონი): ბოლნისელთა ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებაში წვლილი გიორბელიძემაც შეიტანა, რომელიც დაცვის მარცხენა ფლანგზე ფაქტობრივად უშეცდომოდ იდგა და ხშირ შემთხვევაში, ცენტრალური მცველის ფუნქციებსაც ითავსებდა ხოლმე.

ლუკა ნოზაძე (სიონი): "სიონის" კიდევ ერთი ფეხბურთელი, ლუკა ნოზაძე "ლოკომოტივთან" მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, როგორც ორთაბრძოლებში, ისე პოზიციურ თამაშში და ბურთს ამოტანაში.

გაგი მარგველაშვილი (საბურთალო): თბილისური კლუბის ახალგაზრდა მცველი "დინამოსთან" სტაბილურად და უშეცდომოდ იდგა, რამდენიმე ეპიზოდში კი თავისი გუნდის კონტრ-შეტევაც წამოიწყო.

ალექსანდრე კვახაძე (დილა): "სამტრედიას" "დილასთან" ბევრი შანსი არ ჰქონია, თუმცა მათ მიერ გამწვავებულ შეტევებს, "დილას" დაცვა კარგად უმკლავდებოდა, მათგან გამორჩეული კი გამოცდილი კვახაძე იყო.

ლევან ნონიკაშვილი (დილა): მიმდინარე სეზონში, ეს ფეხბურთელი ძალიან კარგ ფორმაშია. "სამტრედიასთან" მატჩში ნონიკაშვილის არამარტო თავისი გუნდის შეტევებს ავითარებდა, არამედ "დილას" დაცვაშიც ეხმარებოდა. ნონიკაშვილი ულამაზესი გოლითაც გამოირჩა.

ისიფუ ლემპტი (დილა): ნონიკაშვილის მსგავსად, აქტიური იყო ლემპტიც, რომელმაც ასევე ლამაზი გოლი გაიტანა და ნახევარდაცვის შუა ხაზში თამაშს ალაგებდა და კარგად იდგა.

ვაგნერ გონსალვეში (საბურთალო): "საბურთალოს" რიგებში მორიგი წარმატებული შეხვედრა ჩაატარა ვაგნერმა, რომელმაც "დინამოს" ბოლო წამზე გაუტანა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.

ზვიად სიხარულია (სიონი): სიხარულიამ ბოლნისელებს დიდი სიხარული მოუტანა, "ლოკომოტივს" გადამწყვეტი გოლი გაუტანა და გუნდს მოაგებინა. ამას გარდა, 77 წუთის განმავლობაში სიხარულია საკმაოდ აქტიური იყო წინა ხაზში.

ირაკლი ბუღ​რიძე (ჩიხურა): ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი წელს ძალიან კარგ ფორმაშია. "ტორპედოსთან" ბუღ​რიძე საგოლე გადაცემით გამოირჩა. ამას გარდა, ის გუნდის კონტრ-შეტევებს იწყებდა.

გიორგი გაბედავა (ჩიხურა): გაბედავა ჩვენს სიმბოლურ გუნდში კიდევ ერთხელ ხვდება. მან მოქმედ ჩემპიონებთანაც გამოიჩინა თავი, "ჩიხურას" მოაგებინა და ეროვნული ლიგის ბომბარდირთა დავას სათავეში ჩაუდგა.

ეროვნული ლიგა - მე-15 ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით
ეროვნული ლიგა - მე-15 ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები