Goal.Ge

"რეკორდმაისტერის" აღზევება. ნაწილი პირველი



მას შემდეგ, რაც მიუნხენის ბაიერნმა 2001 წლის ჩემპიონთა ლიგა მოიგო, გუნდი ევროარენაზე ნაკლებად წარმატებულ გამოსვლებს შეეჩვია. ხანდახან მაქსიმალური წინსვლა მეოთხედფინალი იყო, და ასე გაგრძელდა 2009-2010 წლების სეზონამდე. ბაიერნის ამ წარუმატებლობას მრავალი ახსნა გააჩნია. ამ სტატიაში შევეცდებით ვიმსჯელოთ თუ როგორ მოახერხა რეკორდმაისტერმა კრიზისიდან უმაღლეს დონემდე ასვლა. ჩემპიონთა ლიგა 2009-2010 ფელიქს მაგათის დროინდელი ჩავარდნის შემდეგ ბაიერნის ხელმძღვანელობამ ჯერ ჰიტცფელდი, ხოლო შემდეგ იურგენ კლინსმანი დანიშნა მთავარ მწვრთნელად. კლინსმანს კარგი სახელი ჰქონდა გერმანიაში 2006 წლის მუნდიალზე ბუნდესმანშაფტის წარმატებული გამოსვლიდან გამომდინარე, თუმცა, ხშირად მისდამი კრიტიკაც არსებობდა, რადგან კლინსმანს მოტივატორად მიიჩნევდნენ, მთავარ ტაქტიკოსად კი იოხაიმ ლიოვს ასახელებდნენ. ფაქტი ისაა, რომ ლიოვმა გერმანიის ნაკრები მსოფლიო გრანდად დატოვა მძიმე თაობათა ცვლის შემდეგ და მეტიც, მისი დონე კიდევ უფრო აამაღლა, ხოლო კლინსმანმა კი ბაიერნს თავი ყოვლად არაადექვატური ქცევებით დაამახსოვრა. მისი ერთწლიანი მოღვაწეობა დიდი ცვლილებებით დაიწყო, კერძოდ ბაიენის სავარჯიშო ბაზაზე ბუდას ქანდაკება დაიდგა. ლიგის მეოდხედფინალში მიუნხენური გრანდი ბარსელონასთან 4-0 დამარცხდა და ცხადი გახდა, რომ კლინსმანი უნდა წასულიყო. მის ალტერნატივად ლუის ვან გაალი დასახელდა. 2009-2010 წლების სეზონის დასაწყისიდან ბაიერნის ბოსებმაც შეცვალეს სტანდარტული მიდგომები და 25 მილიონად რეალიდან შეიძინეს არიენ რობენი. მოკლედ ვან გაალს ყველა პირობა შეექმნა იმისათვის, რომ ბაიერნი დაებრუნებინა, როგორც ანგარიშგასაწევი ძალა. რობენი მალევე დაიმტვრა. და სეზონის პირველი ნახევარიც მძიმე იყო. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის წინ შემდეგი სიტუაცია შეიქმნა: იუვენტუსს 8 ქულა ჰქონდა, ბაიერნს 7, ჟირონდის ბორდოს პირველი ადგილი განაღდებული აქვს. ბოლო ტურში კი იუვენტუსი რეკორდმაისტერს უმასპინძლებს. ბაიერნს სჭირდებოდა დიდი წარმატება, რომელიც ფსიქოლოგიურ მუხტს მისცემდა მომავალი გამარჯვებებისათვის. იდეალური შანსი იუვეს დამარცხება იყო. მე-18 წუთზე იუვენტუსი ტრეზეგემ დააწინაურა. ორი გოლის გატანა ურთულეს ამოცანას წარმოადგენდა. 30-ე წუთზე ბებერი სინიორას კარში პენალტი დაინიშნა. ზუსტად აქ გამოჩნდა ვან გაალის კლასი, თუ როგორ უნდა შემოაბრუნო მატჩის ბედი მარტივი გადაწყვეტილებით - ვინ დაარტყავს პენალტს. პენალტი ჰანს იორგ ბუტმა შეასრულა. გოლი ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა - ბუტი ხომ სტაჟიანი პენალტისტია. ტურინელ ქომაგთა სტვენა შეწყდა, სტადიონი დადუმდა. ბაიერნმა დარჩენილ დროში იუვენტუსს დასცინა, ბუტის დამაჯერებლობა მთელ გუნდს გადაედო, 4-1 გამარჯვებით ბაიერნში მებრძოლი სული დაბრუნდა, რომელიც დღემდე მოჰყვება. ვან გაალმა კარგად გამოიყენა ზამთრის პაუზა, გუნდში წამყვან მოთამაშედ აქცია არიენ რობენი და დაიწყო ბაიერნის ოქროს ხანა. გადავხედოთ იმდროინდელი ბაიერნის შემადგენლობასა და სტრატეგიას: ვან გაალმა ჰანს იორგ ბუტს ანდო კარი, დაცვაში ფლანგებზე ახლადაღმოჩენილი ბადშტუბერი და კონტეტნო ცვლიდნენ ერთმანეთს მარცხნივ, ხოლო მარჯვნივ ფილიპ ლამი იდგა, ცენტრალური დაცვა ვან ბუიტენ-დემიჩელის წყვილია, ეს უკანსაკნელი კი თამამად შეგვიძლია დავასახელოთ ბაიერნის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ცუდ ფეხბურთელად, რადგან მის გამო უამრავი ბურთი გავიდა რეკორდმაისტერის კარში, დემიჩელისს არ უჭირდა ასევე ავტოგოლების შეგდებაც. ცენტრალური ნახევარდაცვის სიძლიერე შესანიშნავად გამოიყენა ვან გაალმა. შვაინშტაიგერი ვან ბომელის წყვილი გადაულახავ ბარიერს წარმოადგენდა და ბურთსაც მშვენივრად იჭერდნენ. ფლანგებიდან ორი უძლიერესი გარემარბი – რობენი და რიბერი უტევდნენ, გამთამაშებლის პოზიციაზე ხშირად ტომას მიულერი გვევლინებოდა, წინ კი კლოზე და ივიცა ოლიჩი ცვლიდნენ ერთმანეთს. kosh იდეალურ ფიზიკურ მომზადებას, რობენისა და რიბერის ინდივიდუალურ ოსტატობასა და დახვეწილ სათამაშო სქემას ფსიქოლოგიური ფაქტორიც დაემატა. ერთი შეხედვით ეს უკანასკნელი არ არის ფეხბურთისთვის გადამწყვეტი, ბაიერნის მიერ ამ სეზონში ჩატარებული მატჩები თამამად შეგვიძლია განვიხილოთ ამ 4 ფაქტორის მიხედვით. ბუნდესლიგაში ბაიერნს სუსტი მეტოქეები ჰყავდა, ამასთან ზამთრის დასვენების შემდეგ ჩემპიონთა ლიგის დაწყებამდე მათ თითქმის ყველა თამაში მოიგეს, ამიტომ ლოგიკური იქნება თუ ბაიერნის წარმატების 4 ფაქტორს ლიგის პლეიოფის მატჩების მიხედვით განვიხილავთ. ბაიერნი - ფიორენტინა 2-1 2-3 ბაიერნი - მანჩესტერი 2-1 2-3 ბაიერნი - ლიონი 1-0 3-0 ბაიერნი - ინტერი 0-2 სათამაშო სქემა - ბაიერნის გარემარბები და ცენტრალური ნახევარდაცვა ფიორენტინასთან მეორე თამაშში გადამწყვეტი როლის შემსრულებელი გამოდგა. რობენის ულამაზესი გოლი შორიდან, სტანდარტული – ცენტრისკენ შესვლით – ბაიერნის სათამაშო სქემის განუყოფელი ნაწილი იყო. ანალოგიური გოლი შეაგდო მან ლიონთან პირველ თამაშში. ორივე ფლანგიდან მიუნხენური გრანდის შეტევები დიდ პრობლემებს უქმნიდა მეტოქეთა დაცვას. ხშირი იყო შორიდან ვან ბომელისა და შვაინშტაიგერის დარტყმებიც, პირველი მათგანის შორეული დაბალი დარტყმა აუღებელი აღმოჩნდა ფიორეს გოლკიპერისათვის. ცენტრფორვარდამდე ბურთის მიტანა ვარსკვლავ გარემაბებს არ უჭირდათ, სწორედ ასე გავიდა ლიონთან მეორე თამაშში ოლიჩის გოლები. სათამაშო სქემის მნიშვნელობას უფრო ცხადყოფს ინტერთან წაგებული ფინალი. როდესაც რიბერის დისკვალიფიკაციის გამო ინტერის დაცვის ოთხივე წარმომადგენელი რობენს ანეიტრალებდა. ასეთ სიტუაციაში რობენმა მაინც შექმნა მომენტები, თუმცა უშედეგოდ. ფიზიკური მომზადება - ბაიერნის გოლების უმეტესობა მატჩის მეორე ნახევარში გადის, მთელი თამაშის განმავლობაში უპირატესობა ბაიერნს ეკუთვნის, პრესინგი იშვიათად წყდება, ამის მიუხედავად გუნდი იმავე სისწრაფით დარბის 89-ე წუთზე, როგორც პირველ წუთებში. ფსიქოლოგიური სიძლიერე - ფიორენტინასთან პირველი შეხვედრის გადამწყვეტი გოლი, ისევე როგორც მანჩესტერთან და ლიონთან, მატჩის 90-ე წუთისთვის გავიდა. ბაიერნი ბრძოლას არასდროს წყვეტს. მანჩესტერთან მეორე თამაშს 3-0–ს აგებდა რეკორდმაისტერი, თუმცა მათ პროგრამა მინიმუმი შეასრულეს და ორი გოლი გაიტანეს. რობენისა და რიბერის ინდივიდუალური ოსტატობა - მანჩესტერთან პირველ მატჩში რიბერის გატანილი ჯარიმა, ხოლო მეორე მატჩში რობენის ბრწყინვალე დარტყმა, ასევე უნიკალური დრიბლინგი რაც ამ ორივე ფეხბურთელს ახასიათებს, მუდმივად ეხმარებოდა მიუნხენელებს წარმატების მიღწევაში. გმადლობთ ყურადღებისათვის, გაგრძელება იქნება... ნიკა კოშორიძე, სპეციალურად GOAL.GE-სთვის

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ნევილი: "მანჩესტერ იუნაიტედს პოგბას შენარჩუნება არ უღირს"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-ფეხბურთელმა, გარი ნევილმა მანიკუნიანელთა ნახევარმცველ პოლ პოგბაზე ისაუბრა.

დღეს, 22:27

სასწაული კომბინაცია დინამო ბათუმის შესრულებით და იდეალური შესრულება [VIDEO]

ეროვნული ლიგის ტურის ცენტრალური შეხვედრა "დინამო ბათუმსა" და "ტორპედოს" შორის მიმდინარეობს.

დღეს, 22:21

"შესანიშნავი პირობები ექნება", - ტორესი აზარის რეალში ტრანსფერს ეხმაურება

"ატლეტიკოსა" და "ჩელსის" ექს-თავდამსხმელმა, ფერნანდო ტორესმა ედენ აზარის "რეალში" გადასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 22:21

უმტიტიმ საკუთარ მომავალს ნათელი მოჰფჰინა

"ბარსელონას" ცენტრალური მცველი, სამუელ უმტიტი საკუთარ მომავალზე ოფიციალურ განცხადებას აკეთებს.

დღეს, 22:14

იმობილემ ზღაპრული შეთავაზება მიიღო, ლაციო უარზეა

არ არის გამორიცხული, უახლოეს პერიოდში "ლაციოს" თავდამსხმელმა, ჩირო იმობილემ კლუბი დატოვოს.

დღეს, 22:07

ვან გაალმა მანჩესტერ სიტიში გვარდიოლას მთავარი მიღწევა დაასახელა

ცნობილი სპეციალისტი, ლუი ვან გაალი "მანჩესტერ სიტიში" პეპ გვარდიოლას მუშაობას აფასებს.

დღეს, 22:03

რეალის ამომავალი ვარსკვლავი არჩევანს ორ კლუბს შორის გააკეთებს

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა MARCA ავრცელებს.

დღეს, 21:30

კარიერის დასრულება თუ გაგრძელება? - რობენის განცხადება საკუთარ მომავალზე

მოგეხსენებათ, 2019 წლის 30 ივნისს, "ბაიერნის" თავდამსხმელი, არიენ რობენი თავისუფალი აგენტი ხდება.

დღეს, 21:26

ოფიციალურად: ბარსელონამ ამ ზაფხულს პირველი ფეხბურთელი გაყიდა

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონამ" პირველი ფეხბურთელი გაყიდა.

დღეს, 21:14

ლორენტე ტოტენჰემიდან მიდის, ესპანელის შეძენა 4 კლუბს სურს

"ტოტენჰემის" თავდამსხმელმა, ფერნანდო ლორენტემ კარიერა შესაძლოა იტალიაში გააგრძელოს.

დღეს, 21:08

პრაქტიკულად გადაწყდა: ტოტენჰემმა ზაფხულის პირველი ტრანსფერი შეათანხმა!

მოგეხსენებათ, 2018 წლის იანვარში ლუკას მოურას შეძენის შემდეგ "ტოტენჰემს" ტრანსფერი არ განუხორციელებია.

დღეს, 21:03

"მას დიდი კლუბები აკვირდებიან", - რა ბედი ელის "ახალ კანტეს"?

"ლიონის" პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლასმა განაცხადა, რომ კლუბი მზადაა ნახევარმცველი, ტანგი ნდომბელე გაყიდოს.

დღეს, 20:34

დანი ალვეშის შემდეგ პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი ტოვებს?

მოგეხსენებათ, აქამდე, "პარი სენ ჟერმენმა" კლუბიდან მცველ დანი ალვეშის წასვლა დაადასტურა.

დღეს, 20:29

ლივერპული, აიაქსი თუ ბაიერნი? - 17 წლის ტალანტმა არჩევანი გააკეთა

"ზვოლეს" ცენტრალური მცველი, ზეპ ვან დენ ბერგი ევროპულ გრანდებს შორის დიდი მოთხოვნით სარგებლობს.

დღეს, 20:19

პიკე დე ლიგტს შეხვდა - რაზე ისაუბრეს ესპანელმა და ჰოლანდიელმა?

"ბარსელონას" მცველი, ხერარდ პიკე ბაჰამის კუნძულებზე, სადაც ისვენებს, "აიაქსის" უკანახაზელ მატეის დე ლიგტს შეხვდა.

დღეს, 20:15

შეთანხმება მიღწეულია - ბარსელონა და ვალენსია ფეხბურთელებს ცვლიან!

ესპანური პრესის ინფორმაცით, უახლოეს პერიოდში "ბარსელონა" და "ვალენსია" ფეხბურთელებს გაცვლიან.

დღეს, 20:10

რომას უარი იუვენტუსს - რამდენ მილიონს იხდიდნენ ტურინელები?

იტალიური პრესის ინფორმაციით, "რომამ" ნიკოლო ძანიოლოს ტრანსფერის თაობაზე "იუვენტუსის" წინადადება იუარა.

დღეს, 20:04

ელ შაარავიმ ზღაპრული შეთავაზება მიიღო - დეტალები ცნობილია

არ არის გამორიცხული, "რომას" თავდამსხმელმა, სტეფან ელ შაარავიმ ამ ზაფხულს კლუბი დატოვოს.

დღეს, 19:53

დე როსის ორი სერიოზული მსურველი ჰყავს - რა ბედი ელის იტალიელს?

"რომას" ნახევარმცველი, დანიელე დე როსი ორი იტალიური კლუბის ინტერესთა სფეროშია მოქცეული.

დღეს, 19:46

მორენო ლივერპულს ტოვებს, ესპანელის ახალი კლუბი ცნობილია - MARCA

აქამდე ოფიციალურად დადასტურდა, რომ მარცხენა მცველი, ალბერტო მორენო "ლივერპულიდან" მიდის.

დღეს, 19:43

ნეიმარი ბარსელონაში გადასვლასთან ახლოსაა! - პირობები ცნობილია

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი, ნეიმარი, დიდი ალბათობით, "ბარსელონაში" დაბრუნდება.

დღეს, 19:37

ესპანეთის ნაკრების წარმატებული ტურნე: ლომებმა მსოფლიო თასის მონაწილეს სძლიეს და რეიტინგში დაწინაურდნენ

ესპანეთის ნაკრების წარმატებული ტურნე: ლომებმა მსოფლიო თასის მონაწილეს სძლიეს და რეიტინგში დაწინაურდნენ

დღეს, 19:23

უმცროსი ბორჯღალოსნები, 7-ქალა ნაკრები და ნიკა ამაშუკელი სამშობლოში დაბრუნდნენ

უმცროსი ბორჯღალოსნები, 7-ქალა ნაკრები და ნიკა ამაშუკელი სამშობლოში დაბრუნდნენ

დღეს, 19:03

"მას შეუძლია გორგოძის მემკვიდრე გახდეს" - იაშაღაშვილი U20 მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლურში

"მას შეუძლია გორგოძის მემკვიდრე გახდეს" - იაშაღაშვილი U20 მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლურში

დღეს, 18:48

რამოსზე 3 მილიონით მეტი - რამდენი იქნება დე ლიგტის ხელფასი იუვენტუსში?

სატრანსფერო ბაზარზე „აიაქსის“ 19 წლის კაპიტნისთვის ნამდვილი ომია გაჩაღებული.

დღეს, 18:36

ნაპოლი ხამესის გამო მარადონას საპატივცემლოდ გაუქმებულ ნომერს აბრუნებს?

ნეაპოლიტანური კლუბი გუნდში ხამეს როდრიგესის გადმობარგებას მოუთმენლად ელის.

დღეს, 18:27

მონაკო ფაბრეგასს შეძენიდან 6 თვეში გაყიდის?

ესპანელმა ნახევარმცველმა მონეგასკური კლუბი შესაძლოა გადასვლიდან ექვს თვეში დატოვოს.

დღეს, 18:11

მამუკა გორგოძემ ტულონთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

მამუკა გორგოძემ ტულონთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

დღეს, 18:06

სევილიას ფორვარდმა მოახდინა ავარია, რომელსაც ახალდაქორწინებული წყვილი ემსხვერპლა [VIDEO]

„სევილიას“ სარეზერვო გუნდის თავდამსხმელი, ხოაო მალეკი, ავტოავარიის ინიციატორი გახდა.

დღეს, 17:25

პირველად 2016 წლის შემდეგ - ლორან ბლანი მწვრთნელობას პრემიერ ლიგაში უბრუნდება?

გუშინ, 24 ივნისს, „ნიუკასლმა“ ესპანელი მწვრთნელის, რაფა ბენიტესის წასვლა ოფიციალურად დაადასტურა.

დღეს, 17:12

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10