ნანი თურქეთში დაბრუნებას აპირებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ნანი თურქეთში დაბრუნებას აპირებს


ნანი თურქეთში დაბრუნებას აპირებს

"ვალენსიას" ნახევარმცველმა, ლუიშ ნანიმ დაადასტურა, რომ "გოზთეფესთან" აწარმოებს მოლაპარაკებებს.

პორტუგალიელს, რომელიც გასულ სეზონში "ლაციომ" ინათხოვრა, თურქეთში დაბრუნება უნდა, სადაც აქამდე "ფენერბაჰჩეს" ღირსებას იცავდა.

"კონტრაქტის გაფორმებაზე არსებული სიახლე ტყუილია", - ციტირებს ნანის სიტყვებს A Bola.

"თუმცა, თურქეთიდან არსებულ წინადადებას განვიხილავ. ძალიან მალე "გოზთეფეს" წარმომადგენლებს შევხვდები".

"თურქეთში დაბრუნება მინდა, მაგრამ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ არ დასრულებულა", - დასძინა პორტუგალიელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები