მანჩესტერ სიტი მაჰრეზს 66 მლნ ფუნტად შეიძენს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მანჩესტერ სიტი მაჰრეზს 66 მლნ ფუნტად შეიძენს


მანჩესტერ სიტი მაჰრეზს 66 მლნ ფუნტად შეიძენს

გამოცემა Le Buteur წერს, რომ ამ კვირის ბოლომდე "მანჩესტერ სიტი" 27 წლის ალჟირელის, რიად მაჰრეზის ტრანსფერს განახორციელებს, რომელიც ბოლო წლებია "ლესტერის" ღირსებას იცავს.

არსებული ინფორმაციით, "ქალაქელები" "მელიებს" თავდაპირველად 53 მლნ ფუნტსა და პატრიკ რობერტს სთავაზობდნენ, მაგრამ "ლესტერმა" უფრო დიდი თანხა და ფეხბურთელი მოითხოვა.

სიტუაცია მხოლოდ მას შემდეგ შეიცვალა, როცა "ლესტერმა" ნახევარმცველი, ჯეიმს მედისონი დაიმატა, რომელსაც პოტენციურად რიადის შეცვლა შეუძლია.

ასე და ამგვარად, უახლოეს პერიოდში პეპ გვარდიოლას გუნდის რიგებს ახალი ფეხბურთელი შეავსებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები