ოფიციალურად: ნაინგოლანი რომადან მიდის, ბელგიელის ახალი კლუბი ცნობილია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ოფიციალურად: ნაინგოლანი რომადან მიდის, ბელგიელის ახალი კლუბი ცნობილია


ოფიციალურად: ნაინგოლანი რომადან მიდის, ბელგიელის ახალი კლუბი ცნობილია

"რომას" ნახევარმცველმა, რაჯა ნაინგოლანმა დაადასტურა, რომ კარიერას "ინტერში" გააგრძელებს.

გარდა ამისა, ბელგიელმა ჰავბეკმა ისიც აღნიშნა, რომ მილანური კლუბი მისით ყველა დანარჩენ კლუბზე მეტად იყო დაინტერესებული.

"თითოეული მომენტი, რომელიც "რომას" მაისურით გადამხდა, ყოველთვის ჩემთან დარჩება", - აცხადებს ნაინგოლანი.

"მივდივარ, ამ ოთხი სეზონის მანძილზე ბოლომდე დავიხარჯე. მინდა ყველა გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო ერთად გატარებული დროისთვის. მხარს მიჭერდნენ და ნამდვილ ერთგულებას მაჩვენებდნენ. არასოდეს დავივიწყებ ამას".

"წასვლა მე არ გადამიწყვეტია. ეს კლუბმა გადაწყვიტა და არა - მე".

"ინტერი" ჩემით ყველა სხვა დანარჩენზე მეტად იყო დაინტერესებული. ისღა დამრჩენია სპალეტისა და კლუბს მადლობა გადავუხადო. კვლავ დიდებულ მწვრთნელთან ერთად ვიმუშავებ. მიხარია", - დასძინა რაჯამ.

აქამდე არსებული ინფორმაციით, "ინტერი" ნაინგოლანის სანაცვლოდ 24 მილიონ ევროს გადაიხდის. გარდა ამისა, რომაელებს "ნერაძური" მცველ დავიდე სანტონისა და ნახევარმცველ ნიკოლო ზანიოლოსაც დაუთმობს.

ასევე იხილეთ:

რას აკეთებს იკარდი მაშინ, როცა არგენტინის ნაკრები ხორვატიასთან 0:3 აგებს? [ფოტო]

სამპაოლი გამოტყდა: "ხორვატიასთან ასე ერთი მიზეზის გამო წავაგეთ"

დეტალურად: რა შემთხვევაში გავა არგენტინის ნაკრები ჯგუფიდან?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები