"ეს მხოლოდ მან იცის", - კარვახალი რონალდუს შესაძლო წასვლას გამოეხმაურა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

"ეს მხოლოდ მან იცის", - კარვახალი რონალდუს შესაძლო წასვლას გამოეხმაურა



"რეალის" მცველმა, დანიელ კარვახალმა არ იცის, დარჩება თუ არა თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ ამ ზაფხულს მადრიდულ გრანდში.

აქამდე არსებული ინფორმაციით, 33 წლის პორტუგალიელმა შეიძლება "სამეფო კლუბი" დატოვოს და "პსჟ"-ში ან "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდეს.

"მხოლოდ მან იცის, წავა თუ არა", - ციტირებს კარვახალის სიტყვებს El Transistor.

"თავად მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. იმედი მაქვს, კრიშტიანუ "რეალში" დარჩება".

რონალდუ "რეალში" 2009 წლიდან ირიცხება. მადრიდული გრანდის რიგებში იგი ესპანეთის ჩემპიონი ორჯერ გახდა და ოთხჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები