იგივე ანგარიში რუსთავი - დილას მატჩში - რევიშვილი კვლავ ეპიცენტრშია [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

იგივე ანგარიში რუსთავი - დილას მატჩში - რევიშვილი კვლავ ეპიცენტრშია [VIDEO]



ეროვნული ლიგის მე-16 ტურის მატჩი "რუსთავსა" და "დილას" შორის, ძალიან საინტერესო და დრამატული გამოდგა.

შეხვედრაში ანგარიში "დილამ" გახსნა, თუმცა ტაიმის ბოლოს მათე ცინცაძემ გაათანაბრა. ცინცაძემ 56-ე წუთზე თავისი გუნდი წინ გაიყვანა.

ამის შემდეგ "დილას" ზეწოლა გაიზარდა, რის შედეგადაც ქავთარაძემ ანგარიში გაათანაბრა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 2:2.

მოგეხსენებათ, ამ გუნდების წინა მატჩიც ფრედ დასრულდა, სადაც ბოლო წამზე რევიშვილმა გაიტანა. რევიშვილი ამ მატჩშიც ეპიცენტრ​ის ქვეშ მოექცა. ამჯერად, გამოცდილი კიპერი მსაჯებთან შეურაცხყოფის გამო მოედნიდან გააძევეს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები