სამტრედიას კიდევ ერთი მარცხი, ჩიხურას გამარჯვება [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სამტრედიას კიდევ ერთი მარცხი, ჩიხურას გამარჯვება [VIDEO]



ეროვნული ლიგის მე-16 ტურში გაიმართა საინტერესო და დაძაბული დაპირისპირება "სამტრედიასა" და "ჩიხურას" შორის.

მატჩის პირველ ტაიმში მცირე უპირატესობას "ჩიხურა" ფლობდა, თუმცა გოლი ვერცერთმა იმერულმა გუნდმა ვერ გაიტანა.

მეორე ტაიმის სტარტზე, მასპინძელთა კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, რომელიც გაბედავამ გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 0:1.

ეს "სამტრედიას" ზედიზედ მესამე მარცხი იყო, "ჩიხურამ" კი კიდევ ერთი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.

სამტრედიას კიდევ ერთი მარცხი, ჩიხურას გამარჯვება [VIDEO]

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები