მანჩესტერი, სიტი და რეალი მბაპესთვის იბრძოლებენ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მანჩესტერი, სიტი და რეალი მბაპესთვის იბრძოლებენ


მანჩესტერი, სიტი და რეალი მბაპესთვის იბრძოლებენ

"მანჩესტერ იუნაიტედის" ბოსები "პსჟ"-ს თავდამსხმელის, კილიან მბაპეს შეძენის შესაძლებლობას განიხილავენ, წერს Mirror.

ჟოზე მოურინიოს გუნდში 19 წლის ფორვარდის გადასვლაზე გავლენა შეიძლება ფინანსურ ფეირ პლეისთან დაკავშირებით ფრანგული კლუბის პრობლემებმა იქონიოს.

გარდა "ეშმაკუნებისა", არსებულ სიტუაციას აკვირდებიან "მანჩესტერ სიტი" და "რეალიც", რომლებიც მზად არიან ფორვარდისთვის ბრძოლაში ჩაებან.

როგორც იუწყებიან, "იუნაიტედი" მზადაა მბაპეს ტრანსფერში ანტონი მარსიალი ჩართოს და დაახლოებით 98 მილიონი ევროც გადაიხადოს.

გასულ სეზონში 19 წლის თავდამსხმელმა საკლუბო დონეზე 45 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 21 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები