ევერტონს ლოფტუს-ჩიკისა და უილშირის ყიდვა სურს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ევერტონს ლოფტუს-ჩიკისა და უილშირის ყიდვა სურს


ევერტონს ლოფტუს-ჩიკისა და უილშირის ყიდვა სურს

"ევერტონის" ახალ მთავარ მწვრთნელს, მარკო სილვას გუნდში ნახევარმცველ ჯეკ უილშირის ხილვა უნდა, რომელმაც "არსენალიდან" წასვლა დაადასტურა.

გარდა ამისა, "კანფეტების" თავკაცი "ჩელსის" ჰავბეკ რუბენ ლოფტუს-ჩიკისადმიც იჩენს ინტერესს.

ლოფტუს-ჩიკმა გასული სეზონი იჯარის წესით "კრისტალ პალასში" გაატარა. ვრცელდება ცნობა, რომ კლუბი კვლავ აპირებს ფეხბურთელის განათხოვრებას.

გარდა "ევერტონისა", "ჩელსის" ნახევარმცველით "ნიუკასლიც" ინტერესდება.

უილშირი, რომელიც "არსენალის" ღირსებას 2008 წლიდან იცავს, გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები