სარი ჩელსისთან კონტრაქტს ხვალ გააფორმებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სარი ჩელსისთან კონტრაქტს ხვალ გააფორმებს


სარი ჩელსისთან კონტრაქტს ხვალ გააფორმებს

ცნობილი სპეციალისტი, მაურისიო სარი ორშაბათს ლონდონში "ჩელსისთან" კონტრაქტის გასაფორმებლად ჩავა, იტყობინება Football Italia.

იტალიური გამოცემის თანახმად, 59 წლის სპეციალისტი "არისტოკრატებთან" 3-წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს და მისი ყოველწლიური ანაზღაურება დაახლოებთ ექვსი მილიონი ევრო იქნება.

მოგეხსენებათ, "ჩელსის" ამჟამინდელი თავკაცი, ანტონიო კონტე კლუბთან განშორებასთან ახლოსაა და მზადაა კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების შედეგად გაწყვიტოს.

შეგახსენებთ, სარი 2015 წლიდან 2018 წლამდე "ნაპოლის" ედგა სათავეში. გასული სეზონის ბოლოს იგი კარლო ანჩელოტიმ შეცვალა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები