იუვენტუსი გოდინითა და დე ლიგტით ინტერესდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

იუვენტუსი გოდინითა და დე ლიგტით ინტერესდება


იუვენტუსი გოდინითა და დე ლიგტით ინტერესდება

"იუვენტუსი" დიეგო გოდინითა ("ატლეტიკო") და მატეის დე ლიგტით ("აიაქსი") ინტერესდება.

კლუბს დაცვის ხაზის გაძლიერება "ჩელსიში" დანიელე რუგანის შესაძლო წასვლის გამო სურს.

აქამდე არსებული ცნობით, "ჩელსი" მზადაა იტალიელის სანაცვლოდ 35-40 მილიონი ევრო გადაიხადოს.

32 წლის გოდინმა გასულ სეზონში "ატლეტიკოს" მაისურით 45 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

18 წლის დე ლიგტმა 2017/18 წლების სეზონში "აიაქსის" მაისური 39 შეხვედრაში მოირგო, სამჯერ აიღო მეტოქეთა კარი და სამი ასისტიც მიითვალა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები