ლოსანოსთვის ლივერპულიც იბრძოლებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლოსანოსთვის ლივერპულიც იბრძოლებს


ლოსანოსთვის ლივერპულიც იბრძოლებს

მექსიკის ნაკრების თავდამსხმელი, ირვინგ ლოსანო "ლივერპულის" ინტერესთა სფეროში მოექცა.

როგორც Daily Star იუწყება, მერსისაიდელები "პსვ"-ს 22 წლის ფორვარდისთვის ბრძოლაში "ბარსელონასა" და "რეალს" გაუწევენ კონკურენციას.

ლოსანოს ჰოლანდიურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წელს ეწურება.

აქამდე, მექსიკელი ფეხბურთელის მამამ დაადასტურა, რომ ახალგაზრდა შემტევს "ბარსელონასთან" ჰქონდა კონტაქტი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები