ბარსელონამ შეიძლება იერი მინა გაყიდოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბარსელონამ შეიძლება იერი მინა გაყიდოს


ბარსელონამ შეიძლება იერი მინა გაყიდოს

"ბარსელონა" შესაძლოა მცველ იერი მინას შეელიოს, წერენ ესპანურ პრესაში.

როგორც Marca იტყობინება, ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ კატალონიურ გრანდში ახლა გადაჭარბებულია იმ ფეხბურთელების რაოდენობა, რომლებსაც ევროკავშირის პასპორტი არ აქვთ.

წესების თანახმად, ლა ლიგაში მოედანზე ევროკავშირის პასპორტის არმქონე ერთდროულად სამი ფეხბურთელი ვერ ითამაშებს.

თავად ფეხბურთელს დარჩენა უნდა, თუმცა, ჯერჯერობით, "ბარსას" შემადგენლობაში ადგილი ვერ მოიკიდა.

გარდა ამისა, კატალონიელებს კიდევ ერთი სამხრეთამერიკელი ფეხბურთელის დამატება უნდათ - ბრაზილიელი არტურის ("გრემიო").

23 წლის კოლუმბიელმა გასულ სეზონში "ბლაუგრანას" რიგებში ყველა ტურნირზე ერთად ექვსი მატჩი ჩაატარა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები