კანსელო უახლოესი 48 სთ-ის განმავლობაში იუვენტუსის ფეხბურთელი გახდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კანსელო უახლოესი 48 სთ-ის განმავლობაში იუვენტუსის ფეხბურთელი გახდება


კანსელო უახლოესი 48 სთ-ის განმავლობაში იუვენტუსის ფეხბურთელი გახდება

"ვალენსისა" მცველი, ჟოაო კანსელო უახლოეს პერიოდში "იუვენტუსის" ფეხბურთელი გახდება, იტყობინება იტალიური პრესა.

როგორც La Gazzetta dello Sport წერს, ფეხბურთელი ტურინში უახლოესი 48 საათის განმავლობაში ჩავა და კონტრაქტს გააფორმებს.

ტრანსფერი "ბებერ ქალბატონს" 38 მილიონი ევრო დაუჯდება. აქედან მხოლოდ 10-12 მილიონს გადაიხდის "იუვე" უმალვე.

24 წლის პორტუგალიელმა გასული სეზონი იჯარის წესით "ინტერში" გაატარა. 28 მატჩში მან ერთი გოლი შეაგდო და ოთხი საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები