პერესს კოვაჩიჩის განცხადება სასაცილოდ არ ეყო - ეს რეალია! » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პერესს კოვაჩიჩის განცხადება სასაცილოდ არ ეყო - ეს რეალია!


პერესს კოვაჩიჩის განცხადება სასაცილოდ არ ეყო - ეს რეალია!

ცნობილი ესპანური გამოცემა MARCA მატეო კოვაჩიჩის შესაძლო ტრანსფერზე წერს.

ხორვატმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ის "რეალის" დატოვებას გეგმავს, რადგან კლუბში მას სათამაშო დრო არ ეძლევა.

MARCA კი წერს, რომ "სამეფო კლუბი" ფეხბურთელს წასვლის საშუალებას არ მისცემს.

24 წლის ნახევარმცველს "რეალთან" კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს გაფორმებული და ცხადია, რომ პერესმა მის ხელშეკრულებაში გამოსყიდვის პუნქტიც შეიტანა.

რა ღირს კოვაჩიჩი? - 300 მილიონი ევრო...

თუ რომელიმე კლუბი გადაიხდის 300 მილიონ ევროს, კოვაჩიჩს შეუძლია წავიდეს, სხვა შემთხვევაში კი ფლორენტინო პერესი მისი სატრანსფერო ღირებულების დაკლებას არ აპირებს.

ეს "რეალია", რომელიც ფეხბურთელებს ასე იოლად არ თმობს... განსაკუთრებით მაშინ, როცა ამა თუ იმ მოთამაშის საჭიროებაა გუნდში.

ცხადია, რომ მომავალ სეზონში ხულენ ლოპეტეგის სათადარიგო სკამი დასჭირდება.

ასევე იხილეთ:

არეულობა არგენტინის ნაკრებში - ნიგერიასთან შემადგენლობას მოთამაშეები დააყენებენ

ხორვატია ფეხბურთელებს ასვენებს - ცუდი ამბავი არგენტინისთვის

9 ფეხბურთელი, რომელიც ნიგერიასთან ითამაშებს ცნობილია - სამპაოლის რვეულის ფოტო


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები