უცნაური გადაწყვეტილება: კვერკველიას ინგლისში გადასვლას კლუბი ბლოკავს? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

უცნაური გადაწყვეტილება: კვერკველიას ინგლისში გადასვლას კლუბი ბლოკავს?


უცნაური გადაწყვეტილება: კვერკველიას ინგლისში გადასვლას კლუბი ბლოკავს?

ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება, რომ მოსკოვის "ლოკომოტივის" ქართველი მცველი საბა კვერკველია კარიერას "ლესტერში" გააგრძელებს.

თუმცა მოსკოველთა დირექტორი მეშჩერიაკოვი აცხადებს, რომ "ლოკომოტივი" კვერკველიას არ ყიდის.

"ვიცი, რომ კვერკველიას ტრანსფერზე ბევრი საუბარი მიდის, თუმცა კლუბი არანაირ შემოთავაზებას არ განიხილავს, რადგან ის არ იყიდება.

თუ სარფიანი შემოთავაზება იქნება, ყველაფერი მუნდიალის შემდეგ მოხდება, თუმცა ძალიან პატარაა ალბათობა, რომ კვერკველია გაიყიდოს", - აცხადებს "ლოკომოტივის" დირექტორი.

არადა, გავლენიანი ბრიტანული გამოცემები იტყობინებიან, რომ "ლესტერმა" რუსებს კვერკველიას ტრანსფერზე ოფიციალური წინადადებით მიმართა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები