ნაპოლიმ ვიტსელის შეძენაზე უარი თქვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ნაპოლიმ ვიტსელის შეძენაზე უარი თქვა


ნაპოლიმ ვიტსელის შეძენაზე უარი თქვა

"ნაპოლის" პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა თქვა, რომ კლუბი ჩინურ "ტიანცზინ ციუანცზიანს" ვერ შეუთანხმდა.

აქამდე არსებული ინფორმაციით, ნეაპოლელები მზად იყვნენ ნახევარმცველი, მარეკ ჰამშიკი ამ კლუბის ერთ-ერთ ფეხბურთელში გაეცვალათ.

"35 მილიონი ევრო მინდოდა და 15 შემომთავაზეს. ასევე ფეხბურთელი, რომელიც ჩინეთში ასპარეზობს. მე თუ მკითხავთ მათზე, რომლებიც ჩინეთში თამაშობენ, გეტყვით, რომ იტალიასა და ევროპაში თამაში ავიწყდებათ", - ციტირებს დე ლაურენტისის სიტყვებს Gazzamercato.

გამოცემის თანახმად, ეს ფეხბურთელი აქსელ ვიტსელი იყო, რომელიც ამჟამად მსოფლიო ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრების ღირსებას იცავს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები