პსჟ, ნაპოლი და ინტერი სელტას ნახევარმცველისთვის იბრძვიან » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პსჟ, ნაპოლი და ინტერი სელტას ნახევარმცველისთვის იბრძვიან


პსჟ, ნაპოლი და ინტერი სელტას ნახევარმცველისთვის იბრძვიან

"სელტას" ნახევარმცველი, სტანისლავ ლობოტკა ტოპ-კლუბების ინტერესთა სფეროში მოექცა.

როგორც France Football იტყობინება, 23 წლის სლოვაკის შეძენა "პსჟ"-ს უნდა, რომელსაც ესპანური კლუბისთვის ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავს.

ამავდროულად, "ნაპოლიმ" და "ინტერმა" "სელტას" შეთავაზება უკვე გაუკეთეს.

ნეაპოლელები ესპანელებს 25 მილიონ ევროს (+ 8 მლნ ბონუსების სახით) სთავაზობენ, "ინტერი" კი მზადაა 20 მილიონი ევრო (+ 10 მლნ ბონუსების სახით) გადაიხადოს.

ლობოტკას გამოსასყიდი თანხა 50 მილიონ ევროს შეადგენს, მაგრამ "სელტა" მზადაა იგი 30 მილიონად გაუშვას.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები