ნაპოლიმ პსჟ-ს მეკარის ტრანსფერში შესაძლოა გულამი გამოიყენოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ნაპოლიმ პსჟ-ს მეკარის ტრანსფერში შესაძლოა გულამი გამოიყენოს


ნაპოლიმ პსჟ-ს მეკარის ტრანსფერში შესაძლოა გულამი გამოიყენოს

"ნაპოლის" "პსჟ"-ს მეკარის, ალფონს არეოლას ხელში ჩაგდება უნდა, მაგრამ კლუბს 25 მილიონ ევროიანი ღირებულება აშინებს.

არეოლას სატრანსფერო ღირებულების დასაკლებად, "ნაპოლიმ" შესაძლოა მარცხენა მცველი, ფაუზი გულამი გამოიყენოს, რომლის შეძენითაც, თავის მხრივ, "პსჟ" ინტერესდება.

ალჟირელმა თავისი წარმატებული ასპარეზობით "ლივერპულისა" და "სიტის" ყურადღება მიიპყრო და "ნაპოლიმ" შეიძლება იგი გაასხვისოს - ფაუზის მოქმედი კონტრაქტის ვადა მომავალი სეზონის დასრულებამდე ეწურება.

ნეაპოლელებისთვის კიდევ ერთი ვარიანტი "უდინეზეს" მეკარე, ალექს მერეტია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები