იუვენტუსმა ალექს სანდროს ფასი დაადო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

იუვენტუსმა ალექს სანდროს ფასი დაადო


იუვენტუსმა ალექს სანდროს ფასი დაადო

"იუვენტუსმა" დაასახელა თანხა, რომლის სანაცვლოდაც მცველ ალექს სანდროს შეელევა.

ასე და ამგვარად, თუ "პსჟ"-სა და "მანჩესტერ იუნაიტედს" "ბებერი ქალბატონის" ბრაზილიელი მცველის შეძენა უნდათ, მინიმუმ 60 მილიონი ევროს გამზადება მოუწევთ. სწორედ ამდენს ითხოვს იტალიის ჩემპიონი თავისი ფეხბურთელის სანაცვლოდ, წერენ იტალიურ პრესაში.

ჯერჯერობით, 27 წლის ბრაზილიელის დამატების პრეტენდენტები აუქციონის მოწყობას არ ჩქარობენ. ამ ეტაპზე, "ემიუ" სხვა კანდიდატურებს განიხილავს, "პსჟ" კი ახალი ფეხბურთელების ტრანსფერზე მუშაობას 30 ივნისის შემდეგ დაიწყებს, რადგან სწორედ ამ დღეს გადაწყდება, დაეკისრება თუ არა საფრანგეთის ჩემპიონს ფინანსური ფეირ პლეის დარღვევის გამო სანქცია.

გასულ სეზონში მარცხენა მცველმა, რომელიც "იუვემ" 2015 წელს "პორტუდან" 25 მილიონ ევროდ იყიდა, ყველა ტურნირზე ერთად 39 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა.

მთლიანობაში სანდროს "ბებერი ქალბატონის" მაისურით 114 მატჩი აქვს ჩატარებული და 9 ბურთი გატანილი.

ასევე იხილეთ:

არეულობა არგენტინის ნაკრებში - ნიგერიასთან შემადგენლობას მოთამაშეები დააყენებენ

ხორვატია ფეხბურთელებს ასვენებს - ცუდი ამბავი არგენტინისთვის

9 ფეხბურთელი, რომელიც ნიგერიასთან ითამაშებს ცნობილია - სამპაოლის რვეულის ფოტო


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები