აზარის მამამ ჩელსის ლიდერი რეალს შესთავაზა — Marca » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

აზარის მამამ ჩელსის ლიდერი რეალს შესთავაზა — Marca


აზარის მამამ ჩელსის ლიდერი რეალს შესთავაზა — Marca

ტიერი აზარს უნდა, რომ მისმა შვილმა მადრიდის "რეალში" იასპარეზოს.

აზარ-უფროსმა "სამეფო კლუბთან" მოლაპარაკებები ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე რამდენიმე დღით ადრე გამართა, იუწყება გავლენიანი გამოცემა Marca.

არსებული ინფორმაციით, "ჩელსის" ლიდერის მამამ "სამეფო კლუბს" ბელგიელი სუპერვარსკვლავის შეძენა შესთავაზა.

აზარს 110 მილიონ ევროდ აფასებენ.

27 წლის ედენს "არისტოკრატებთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2020 წლის ზაფხულში ეწურება. ჯერჯერობით, კონტრაქტს იგი არ ახანგრძლივებს, რადგან კლუბის პერსპექტივების განვითარება სურს.

გასულ სეზონში აზარმა პრემიერ ლიგაში 34 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა

ასევე იხილეთ:

არეულობა არგენტინის ნაკრებში - ნიგერიასთან შემადგენლობას მოთამაშეები დააყენებენ

ხორვატია ფეხბურთელებს ასვენებს - ცუდი ამბავი არგენტინისთვის

9 ფეხბურთელი, რომელიც ნიგერიასთან ითამაშებს ცნობილია - სამპაოლის რვეულის ფოტო


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები