ავტორიზაცია

ქართველი სკაუტი, რომელმაც მილანში კალაძე და შევჩენკო მიიყვანა - ვინ არის რევაზ ჭოხონელიძე?

ქართველი სკაუტი, რომელმაც მილანში კალაძე და შევჩენკო მიიყვანა - ვინ არის რევაზ ჭოხონელიძე?
თარიღი 22 ივლ 2018, 06:22
ადამიანის ცხოვრებისეული გზა მოულოდნელობებით არის სავსე. ზოგჯერ ისეთ ადგილებში ვხვდებით, სადაც აღმოჩენას ვერასდროს წარმოვიდგენდით. რევაზ ჭოხონელიძემ ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ გამოიარა.

ქუთაისელი ფეხბურთელი, რომელიც მოგვიანებით ევროპის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სელექციონერი გახდა, ტოპ-ტრანსფერების შთამბეჭდავი ჩამონათვალით თავის დოსიეში. ვინ არის რევაზ ჭოხონელიძე და საიდან დაიწყო მისი საოცრებებით სავსე ისტორია? ყველაფრის შესახებ დაწვრილებით.

ქართველი სკაუტი, რომელმაც მილანში კალაძე და შევჩენკო მიიყვანა - ვინ არის რევაზ ჭოხონელიძე?

ფეხბურთელობა

როგორც უკვე ავღნიშნეთ რეზო ახალგაზრდობაში ფეხბურთს თამაშობდა და მცველის პოზიციაზე ირჯებოდა. 1965 წელს ჭოხონელიძე თბილისის "დინამოს" აკადემიაში მოხვდა, 3 წლის შემდეგ კი უკვე მთავარ გუნდამდეც მიაღწია.

თბილისურ კლუბში იმ დროს საშინელი კონკურენცია იყო, რის გამოც ახალბედა მცველი დაიჩრდილა. "დინამოში" გატარებული ერთი მოკრძალებული სეზონის შემდეგ (17 მატჩი, 0 გოლი) რევაზი მშობლიურ ქუთაისში დაბრუნდა და "ტორპედოს" შეუერთა.

ქართველი სკაუტი, რომელმაც მილანში კალაძე და შევჩენკო მიიყვანა - ვინ არის რევაზ ჭოხონელიძე?

სწორედ მანდ გაატარა ჭოხონელიძემ კარიერის საუკეთესო წლები საქართველოში. "ტორპედოს" შემადგენლობაში მომავალმა სელექციონერმა ჩაატარა 6 სეზონი - 234 მატჩი, 8 გოლი.

ქუთაისური კლუბის სსრკ-ს უმაღლესი ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ ქართველ მცველს ეპატიჟებოდა მოსკოვის "სპარტაკი", თუმცა რეზომ მოულოდნელად ლენინგრადის "დინამო" აირჩია, რომელიც აგრეთვე ქვედა დივიზიონში ბინადრობდა.

ქართველი სკაუტი, რომელმაც მილანში კალაძე და შევჩენკო მიიყვანა - ვინ არის რევაზ ჭოხონელიძე?

ჭოხონელიძე არასდროს ყოფილა ისეთი სახელგანთქმული ფეხბურთელი როგორც მისი ვარსკვლავური თანამემამულეები თბილისიდან, მას სულ სხვა ოცნება ჰქონდა - მწვრთნელობა.

პირველი ნაბიჯები ევროპაში და სტაჟირება ინტერში

1986 წელს რევაზი სრულიად მოულოდნელად მიუახლოვდა თავისი ცხოვრების მთავარ ნატვრას. ლენინგრადში მან გაიცნო იტალიელი ტურისტები, რომლებიც სერია ბ-ს კლუბების ფუნქციონერები აღმოჩნდნენ.

ჭოხონელიძემ მარტივად გამონახა საერთო ენა უცხოელებთან, რის შემდეგაც მან თავისი ოცნების შესახებ გაანდო მათ. იტალიელმა სტუმრებმა რეზოს აპენინური სამწვრთნელო სკოლები ურჩიეს და ყველანაირ დახმარებასაც შეპირდნენ.

ქართველი სკაუტი, რომელმაც მილანში კალაძე და შევჩენკო მიიყვანა - ვინ არის რევაზ ჭოხონელიძე?

ახალმა მეგობრებმა სიტყვა არ გატეხეს - იტალიელი სელექციონერების შუამდგომლობის წყალობით, 80-იანების ბოლოს ქართველი მილანის "ინტერის" მოსამზადებელ აკადემიაში ჩაირიცხა.

ჭოხონელიძე წარმატებით ეუფლებოდა სამწვრთნელო ხელოვნებასა და კლუბურ მენეჯმენტს, რის შედეგადაც "ნერიაძურიმ" რევაზი შვეიცარიაში გაუშვა სტაჟირებაზე. ქართველმა ერთი წელი იმუშავა მესაათეების ქვეყანაში და გამოიცვალა 3 გუნდი - "სერვეტი", "გრასჰოპერი" და "ლოზანა".

შვეიცარიაში რეზოს პერსპექტიული სელექციონერის რეპუტაცია ჩამოუყალიბდა. სწორედ მან მოახდინა ჯოვანი ელბერის კარიერის რეანიმირება "გრასჰოპერში", რომელიც ვერ ახერხებდა ფეხის მოკიდებას "მილანში". ჭოხონელიძემ აგრეთვე განახორციელა სონი ანდერსონის ტრანსფერი მარსელის "ოლიმპიკში".

ქართველი სკაუტი, რომელმაც მილანში კალაძე და შევჩენკო მიიყვანა - ვინ არის რევაზ ჭოხონელიძე?

მილანის შემოთავაზება

იტალიაში სერიოზულად ალაპარაკდნენ ქართველ ფუნქციონერზე, განსაკუთრებულ დაინტერესებას იჩენდა სილვიო ბერლუსკონი და მისი "როსონერი", რომელიც აღმოსავლეთ ევროპის, კერძოდ პოსტ-საბჭოთა სივრცის სატრანსფერო ბაზარზე გეგმავდა შესვლას.

ქართველი სკაუტი, რომელმაც მილანში კალაძე და შევჩენკო მიიყვანა - ვინ არის რევაზ ჭოხონელიძე?

ჭოხონელიძემ ვერ თქვა უარი "მილანის" წინადადებაზე, მაგრამ ადგილის დასამკვიდრებლად მან ურთულესი გზა გაიარა: "თავიდან უხელფასოდ ვმუშაობდი, ანუ ისევ სტაჯირებაზე ვიყავი. ტრეილერში ვცხოვრობდი და თვეში 400 დოლარით ვირჩენდი თავს,"

"ერთ მშვენიერ დღეს "მილანში" ჩატარდა სხდომა, რომლის ამოცანა იყო აღმოსავლეთ ევროპის სატრანსფერო ბაზრის ათვისება. მათ სჭირდებოდათ ადამიანი, რომელიც კარგად იცნობდა პოსტ-საბჭოთა სივრცის ფეხბურთს,"

"ყოფილი საბჭოთა კავშირი იმ დროს ნიჭიერი მოთამაშეების ნამდვილი აკვანი იყო. ბერლუსკონიმ მითხრა, რომ ჩემთვის შანსის მოცემის დრო დადგა, რის შემდეგაც ადრიანო გალიანიმ ჩამიტარა გასაუბრება, რომელიც წარმატებით დასრულდა,"

ქართველი სკაუტი, რომელმაც მილანში კალაძე და შევჩენკო მიიყვანა - ვინ არის რევაზ ჭოხონელიძე?

1996 წლიდან ჭოხონელიძე გახდა "მილანის" სელექციონერი და მენეჯერი. რევაზს ჩააბარეს აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი, მოგვიანებით კი სამხრეთ ამერიკა და აფრიკაც.

შევჩენკოს ტრანსფერი

რეზომ თავიდანვე იცოდა თუ რისი გაკეთება უნდოდა მას "როსონერიში" - ქართველის მიზანი იყო ანდრეი შევჩენკოს გადმობირება. ბერლუსკონიმ სრული ნდობა გამოუცხადა ჭოხონელიძეს და ისიც აღნიშნა, რომ არ დაიშურებდა ფულს ტრანსფერებისთვის.

ქართველი ძალიან ფრთხილობდა, მას არ ჰქონდა შეცდომის დაშვების უფლება. რევაზი ორი წლის მანძილზე აკვირდებოდა უკრაინელ ფორვარდს და ამ დროის მანძილზე მან სრულიად შეისწავლა ანდრეი.

ქართველი სკაუტი, რომელმაც მილანში კალაძე და შევჩენკო მიიყვანა - ვინ არის რევაზ ჭოხონელიძე?

ჭოხონელიძე ისეთ დეტალებსაც კი აქცევდა ყურადღებას როგორიც იყო შევჩენკოს დამოკიდებულება ალკოჰოლისა და თამბაქოს მიმართ, ოჯახში არსებული სიტუაცია და ჩერნობილის აფეთქების შესაძლო შედეგები, რომელიც უკრაინელის ჯანმრთელობაზე აისახებოდა.

ამ ყველაფრის შესწავლის შემდეგ რევაზი უშუალოდ ტრანსფერზე გადაერთო და 1999 წლის მაისში ქართველმა თავისი ცხოვრების უმთავრესი გარიგება გაჩარხა - შევჩენკო "მილანის" ფეხბურთელი გახდა, კიევის "დინამო" კი 25 მილიონი დოლარით გამდიდრდა.

"შევას 2 წელი ვაკვირდებოდი. დიახ, დიდი დროა და იმაზეც ვფიქრობდი, რომ შეიძლება რომელიმე სხვა კლუბს დაესწრო ჩვენთვის, მაგრამ მე უბრალოდ შეცდომის დაშვების უფლება არ მქონდა. საბედნიეროდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და კონტრაქტის გაფორმების დროსაც სირთულეებს ადგილი არ ჰქონია,"

ქართველი სკაუტი, რომელმაც მილანში კალაძე და შევჩენკო მიიყვანა - ვინ არის რევაზ ჭოხონელიძე?

კალაძის ტრანსფერი

შევჩენკოს გადმობირების შემდეგ ჭოხონელიძემ თვალი დაადგა კიეველთა კიდევ ერთ ვარსკვლავს - კახა კალაძეს. რევაზმა თავის პრინციპებს არ უღალატა და საქმე კვლავ დაკვირვებით დაიწყო, "მილანის" სკაუტი 1,5 წლის მანძილზე სწავლობდა თანამემამულეს.

ქართველი სკაუტი, რომელმაც მილანში კალაძე და შევჩენკო მიიყვანა - ვინ არის რევაზ ჭოხონელიძე?

აღსანიშნავია, რომ კალაძეთი აქტიურად ინტერესდებოდა მიუნხენის "ბაიერნიც" და უნდა ითქვას, რომ რეზომ სულ ოდნავ აჯობა გერმანელებს, უფრო სწორედ დაასწრო მათ. "როსონერის" ინტერესის შესახებ არავინ იცოდა, შეიძლება ითქვას, რომ ჭოხონელიძე გასაიდუმლოებულად მოქმედებდა.

"კალაძის ტრანსფერის შესახებ არავის უნდა სცოდნოდა, შევჩენკოსაც კი. ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ კახას ხელში ჩაგდება "ბაიერნსაც" სურდა, ამიტომ გადავწყვიტე მემუშავა მაქსიმალურად ჩუმად და ფრთხილად,"

"ჩავფრინდი კიევში და ყველაფერი მოვაგვარე, ნახევარი საათის შემდეგ კი რუმენიგეც ჩამოვიდა, მაგრამ კალაძე იმ მომენტში უკვე "მილანის" ფეხბურთელი იყო. გერმანელი 30 წუთით ადრე რომ დაშვებულიყო, კახას გამო სერიოზული ბრძოლა მომიწევდა,"

"კონტრაქტის გაფორმებიდან 3 დღეში ქართველი ფეხბურთელი ოფიციალურად წარვადგინეთ. შევჩენკო სიხარულისგან შოკში ჩავარდა, თავდაპირველად მას ეგონა, რომ კალაძე საშოპინგოდ იყო ჩამოსული. ეს იყო ჩემი პატარა სიურპრიზი ანდრეისთვის,"

ქართველი სკაუტი, რომელმაც მილანში კალაძე და შევჩენკო მიიყვანა - ვინ არის რევაზ ჭოხონელიძე?

სხვა ტრანსფერები

ჭოხონელიძე მხოლოდ პოსტ-საბჭოთა სივრცის ფეხბურთელებით არ შემოფარგლულა. მისი უშუალო მონაწილეობით "მილანში" გადმოვიდნენ ისეთი ვარსკვლავები როგორებიც არიან - ჯენარო გატუზო, იაპ სტამი და მანუელ რუი კოშტა.

ქართველი სკაუტი, რომელმაც მილანში კალაძე და შევჩენკო მიიყვანა - ვინ არის რევაზ ჭოხონელიძე?

"გატუზო იმ დროს "რეინჯერსში" თამაშობდა, დიკ ადვოკატის თავკაცობის ქვეშ. როდესაც გლაზგოში ჩავედი, ჯენაროს ვუთხარი: ასე თუ გააგრძელებ, ერთ წელში "მილანში" მოხვდები, შემდეგ კი იტალიის ნაკრებში,"

"რაც შეეხება რუი კოშტას, არჩევანის წინაშე ვიდექით - უნდა აგვერჩია პორტუგალიელსა და იგორ ტიტოვს შორის. მანუელი უფრო მაღალი დონის ფეხბურთელი იყო, თუმცა დღემდე მიმაჩნია, რომ შევჩენკო ტიტოვს უფრო გაუგებდა მოედანზე. იგორთან ერთად უკრაინელი ყოველ სეზონში მინიმუმ 40 გოლს გაიტანდა,"

ქართველი სკაუტი, რომელმაც მილანში კალაძე და შევჩენკო მიიყვანა - ვინ არის რევაზ ჭოხონელიძე?

ყველაზე დიდი შეცდომა

რევაზს თითქმის იდეალური კარიერა ჰქონდა "როსონერის" სტრუქტურაში, თუმცა არის ერთი ფაქტი, რომელსაც ქართველი დღემდე ნანობს - შევჩენკოს გაშვება ლონდონის "ჩელსიში", უფრო სწორედ მისი ვერ გადარწმუნება დარჩენის თაობაზე.

ქართველი სკაუტი, რომელმაც მილანში კალაძე და შევჩენკო მიიყვანა - ვინ არის რევაზ ჭოხონელიძე?

"ანდრეის "ჩელსიში" გაშვება ჩემი "მილანური" პერიოდის ყველაზე სამწუხარო მომენტია. საქმე იმაშია, რომ მის ოჯახს უნდოდა ლონდონში ცხოვრება, ჩვენ კი გვქონდა პრინციპი - თუ გადაწყვეტილება ახლობლების სურვილზე იყო დაფუძნებული, ფეხბურთელს არ ვაკავებდით,"

"თავიდანვე ვიცოდი, რომ შევჩენკო ვერ ათამაშდებოდა "ლურჯებში". მათ უკვე ჰყავდათ დიდიე დროგბა, თანაც ეს სულ სხვა სტილის გუნდი იყო. შევას მე "მანჩესტერ იუნაიტედს" ვურჩევდი, ფერგიუსონის ხელში უკრაინელი ძველებურად გაიბრწყინებდა,"

ქართველი სკაუტი, რომელმაც მილანში კალაძე და შევჩენკო მიიყვანა - ვინ არის რევაზ ჭოხონელიძე?

ჭოხონელიძე დღეს

2007 წელს ქართველის შედეგიანი მოღვაწეობა დასრულდა "მილანში". რევაზი წავიდა უფრო მოკრძალებულ კლუბში, თუმცა უკეთეს თანამდებობაზე - კიევის "დინამოში", გენერალურ დირექტორად.

ქართველი სკაუტი, რომელმაც მილანში კალაძე და შევჩენკო მიიყვანა - ვინ არის რევაზ ჭოხონელიძე?

ქართველი დღემდე უკრაინაში მუშაობს და კლუბის აბსოლიტურად ყველა საქმეს განაგებს, მათ შორის ტრანსფერებსაც. მაგალითად - ჭოხონელიძემ სარფიანად გაყიდა ანდრეი იარმოლენკო დორტმუნდის "ბორუსიაში", წაეხმარა მალხაზ ასათიანს და აღმოაჩინა 2018 წლის მუნდიალის ერთ-ერთი გმირი დომაგოი ვიდა. ცნობისთვის, სწორედ რეზომ დააბრუნა ვეტერანი შევჩენკო თავის მშობლიურ გუნდში კარიერის ბოლოს.

ქართველი სკაუტი, რომელმაც მილანში კალაძე და შევჩენკო მიიყვანა - ვინ არის რევაზ ჭოხონელიძე?