» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

ბრძოლა ჩემპიონთა ლიგისთვის. "არსენალი" - "ბაიერნი", "მილანი" - "ატლეტიკო"



დღეს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის მორიგი მატჩები გაიმართება. "არსენალი" - "ბაიერნი" ბუნდესლიგაში "ბაიერნი" ფორმულა 1-ის ბოლიდივით დაფრინავს და "კამაზის" სიძლიერეს აჩვენებს. სხვა გუნდებისთვის მიუნხენი კოსმოსია. გერმანელებმა ლიგის ჯგუფური ეტაპიც ერთი ამოსუნთქვით გაიარეს და აი, ტურნირის ამ ეტაპზევე უსერიოზულესი მეტოქე ხვდათ წილად. ხოსეპ გვარდიოლამ ახლა უნდა დაამტკიცოს, ღირსია თუ არა იუპ ჰაინკესის მემკვიდრეობის. შარშან ლონდონელებმა კინაღამ სასწაული მოახდინეს. "ემირეიტსზე" განცდილი მარცხის (1:3) შემდეგ "მეთოფეები" მიუნხენში ჩავიდნენ და ორი გოლი გაიტანეს. ბრიტანელებს სულ ცოტა დააკლდათ, თორემ შეიძლებოდა გასული სეზონის ტრიუმფატორი ამავე სტადიაზე გამოვარდნილიყო ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირიდან. ვნახოთ, ახლა რა გეგმები აქვს ვენგერს?! ალბათ უეჭველია, ბატონი არსენი უწინდებურად საშინაო კედლებში მარცხზე არ ფიქრობს. "არსენალს" ძველი პრობლემები თან სდევს: არასტაბილური დაცვის ხაზი და მეკარე. გუნდი ვერც თავდასხმის ხაზით დაიტრაბახებს გრანდებთან. ახალგაზრდულ შემადნგელობას მუდამ თან ახლავს ტრავმები. თუმცა გუნდი ძლიერ დარტყმებს შეეჩვია. პრემიერ ლიგაში მე-2 პოზიცია დამსახურებულად უკავია და ლიდერ "ჩელსის" მხოლოდ ქულით ჩამორჩება. ვენგერისთვის დიდი დარტყმაა უოლკოტისა და რემსის არყოფნა. რომ არა ტრავმა, ეს უკანასკნელი კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებდა. დისკვალიფიცირებული არტეტა საქმეს კიდევ უფრო ართულებს. მას სავარაუდოდ ფლამინი შეცვლის. თავის მხრივ, "ბაიერნს" რიბერი და შაჩირი ვერ დაეხმარებიან. სამაგიეროდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ შვაინშტაიგერი დაბრუნდა. გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს იოაჰიმ ლიოვს ერთბაშად 10 ფეხბურთელის ნახვა შეეძლება, რომლებსაც მსოფლიოს ჩემპიონატზე აუცილებლად წაიყვანს. სავარაუდო მემადგენლობები: 19 თებერვალი. ლონდონი. "ემირეიტს სტედიუმი". 23:45 მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია). "არსენალი": შჩესნი– სანია, მერტეზაკერი, კოშელნი, გიბზი– ოკსლეიდ ჩემბერლენი, უილშირი, იოზილი, ფლამინი, სანტი კაზორლა– ჟირუ. "ბაიერნი": ნოიერი – რაფინია, ბოატენგი, დანტე, ალაბა – რობენი, ტიაგო ალკანტარა, ლამი, კროოსი, გიოტცე – მანჯუკიჩი. [poll id="31"] "მილანი" - "ატლეტიკო" მიუხედავად პირველი შეხვედრისადმი აღძრული უდიდესი ინტერესისა, "სან სიროზე" გასამართი მატჩი გულგრილს არავის დატოვებს. ეს იქნება დიდი ჯახი, ორი დიდი გუნდის მონაწილეობით. "მილანი" ამ სეზონში ნამდვილად არასახარბიელო თამაშს აჩვენებს, თუმცა იტალიელებს ზურგს უდიდესი გამოცდილება უმაგრებთ. იყო დრო, როცა სიტყვა "მილანი" ევროპას შიშის ზარს სცემდა. რაც შეეხება "ატლეტიკოს", გუნდი დიეგო სიმეონეს ხელში აგერ უკვე მეორე სეზონია ულამაზეს და, რაც მთავარია, ძალიან შედეგიან ფეხბურთს თამაშობს. ისიც აღსანიშნავია, რომ ესპანელებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს, სწორედ ამიტომ ატარებენ მერვედინალის პირველ მატჩს სტუმრად. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ლა ლიგაში "რეალსა" და "ბარსელონას" "სწორედ "ატლეტიკო" უწევს წინააღმდეგობას, კლარენს ზეედორფს საფიქრალი ნამდვილად აქვს. ფავორიტის დასახელება რთულია. "როსონერის" იაპონელი ახალწვეული ჰონდა იტალიელმა ჟურნალისტებმა უკვე მონათლეს უცხოპლანეტელად. კეისუკე გუნდის საქმიანობაში პირველივე დღიდან აქტიურად ჩაერთო, თუმცა "ცსკა"-ს ყოფილი შემტევი ლიგაზე თამაშს ვერ შეძლებს, ამიტომ მილანელებს მხოლოდ ერთი უცხოპლანეტელი ჰყავთ -ბალოტელი. "სუპერმარიომ" სერია ა-ს გასულ ტურში მართლაც არაამქვეყნიური გოლი შეაგდო და ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნებისმიერ მომენტში მარტოს შეუძლია თამაშის ბედის გადაწყვეტა. ნურც რობინიოს და კაკას დავივიწყებთ, ბრაზილიური ტექნიკა ხომ ყოველთვის გამორჩეულია, თუმცა პირველ მათგანს ტრავმა აქვს, აი, კაკასგან კი ბებერი კონტინენტის ღირსშესანიშნავ ტურნირზე გაბრწყინებას ბევრი ელის. იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე მილანში თამაში "ბარსელონასაც" გაუჭირდა (1:1). მასპინძელთა ნახევარდაცვის ცენტრი ძალიან შესუსტებულია, რადგან დისკვალიფიკაციის გამო მუნტარი და მონტოლივო დღეს ვერ ითამაშებენ. მონტოლივო საერთოდ ორივე მატჩს გამოტოვებს მადრიდელებთან, ამიტომ სასტარტოში ესიენს ადგილი გარანტირებული აქვს. დიეგო სიმეონე არ მალავს, რომ მისი გუნდი გადაიღალა. მარტო იმის თქმა რად ღირს, რომ ბოლო კვირას "ინდიელები" ესპანეთის თასზე "რეალს" ორჯერ დაუპირისპირდნენ და ,საერთო ჯამში, 0:5 წააგეს. თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე სიმეონეს ბიჭები ამაყად მიაბიჯებენ. ჯგუფური ეტაპი გუნდმა წაგების გარეშე განვლო, ამ სეზონზე კი ასეთი შედეგი კი მხოლოდ "რეალს" და "მანჩესტერ იუნაიტედს" აქვს. სავარაუდო შემადგენლობები: 19 თებერვალი. მილანი. "სან სირო". 23:45 მსაჯი: პედრო პროენსა (პორტუგალია). "მილანი": აბიატი – დე შილიო, რამი, ძაკარდო, კონსტანტი – დე იონგი, პოლი, კაკა, ესიენი, ტაარაბი – ბალოტელი. "ატლეტიკო": კურტუა– ხუანფრანი, გოდინი, მირანდა, ინსუა – კოკე, რაულ გარსია, გაბი, არდა თურანი – ვილია, დიეგო კოშტა. [poll id="32"] მატჩების პირდაპირი რეპორტაჟი იხილეთ აქ: LIVE.GOAL.GE

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მორიგი გამარჯვება - ნაპოლი ჯერჯერობით მხოლოდ ტექნიკურმა მარცხმა შეაჩერა

„ნაპოლიმ“ სერია ა-ს მეხუთე ტურში „ბენევენტო“ 2:1 დაამარცხა.

დღეს, 20:38

პრემიერ ლიგის ბოლო დაუმარცხებელი გუნდიც დამარცხდა - ევერტონი სენტ-მერიზე დაეცა

პრემიერ ლიგის მეექვსე ტურში „ევერტონი“ „საუთჰემპტონთან“ 2:0 დამარცხდა.

დღეს, 20:00

რამდენ მატჩს გამოტოვებს ფილიპე კოუტინიო?

როგორც გითხარით, ფილიპე კოუტინიომ ბარძაყის ტრავმა მიიღო.

დღეს, 19:53

ფლიკი: "სანემ რამდენიმე ვარჯიში კლოზესთან ერთად ჩაატარა და ეს ძალიან წაადგა"

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა, ლეროი სანეზე ისაუბრა.

დღეს, 19:50

ფონსეკა: "სკუდეტოსთვის ორი გუნდი იბრძოლებს"

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა, პაულო ფონსეკამ, სერია ა-ს საჩემპიონო ბრძოლაზე ისაუბრა.

დღეს, 19:44

ბრწყინვალე შესრულება - ქვილითაიამ ანორთოსისში გაიტანა [VIDEO]

კვიპროსის ჩემპიონატში "ანორთოსისი" ""აპოელს" უპირისპირდება და 2:0 ამარცხებს.

დღეს, 19:37

აზარი განაცხადშია! ზიდანმა გლადბახთან მატჩის შემადგენლობა დაასახელა

მადრიდის „რეალმა“ „გლადბახთან“ საჩემპიონთალიგო მატჩისთვის განაცხადი დაასახელა.

დღეს, 19:30

რამდენი გამოიმუშავა ხაბიბ ნურმაგომედოვმა ჯასტინ გეიჯის დამარცხებით?

UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა, სატიტულო ბრძოლაში ხაბიბ გეიჯი დაამარცხა.

დღეს, 19:19

ლივერპულმა ვან დეიკის შემცვლელის თაობაზე საბოლოო არჩევანი გააკეთა?

„ლივერპული“ ზამთარში დაცვის ხაზის გაძლიერებას აპირებს.

დღეს, 19:11

მენდი VS კეპა - როგორია ჩელსის მეკარეების სტატისტიკა ამ სეზონში?

სენეგალელმა ედუარდ მენდიმ „ჩელსის“ მაისურით ყველა ტურნირზე უკვე მეოთხე მატჩი ჩაატარა.

დღეს, 19:08

ლიუის ჰემილტონმა მიხაელ შუმახერის დიდებული რეკორდი დაამხო

„პორტიმანის“ ტრასაზე პორტუგალიის გრან-პრი დასრულდა.

დღეს, 19:05

დესტი: "ძალიან გაბრაზებული ვარ იმის გამო, რომ ჩემს პირველ კლასიკოში დავმარცხდი"

„ბარსელონას“ მცველმა, სერჟინიო დესტმა, „რეალთან“ მარცხზე ისაუბრა.

დღეს, 16:59

ისევ დადებითი - რონალდუ კოვიდ19-თან დროში მარცხდება

„იუვენტუსის“ თავდამხსმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, კოვიდ19-ზე კვლავ დადებითი ტესტი ჩააბარა.

დღეს, 16:55

ბარსელონამ კოუტინიო დაკარგა

„ბარსელონას“ შემტევმა, ფილიპე კოუტინიომ, ტრავმა მიიღო.

დღეს, 16:52

ბარსელონას დირექტორი: "ეს უბრალოდ სკანდალია! მუნუერა, იდინახ**"

„ბარსელონას“ დირექტორი, ხავი ვილაჯოანა, კლასიკოში არბიტრის მუშაობით უკმაყოფილო დარჩა.

დღეს, 16:00

ოფიციალურად: ერთ დროს იმედისმომცემი ფორვარდი, ლუსიანო ვიეტო, საუდის არაბეთში წავიდა

საუდის არაბეთის კლუბმა, „ალ-ჰილალმა“, ლისაბონის „სპორტინგის“ თავდამსხმელის, ლუსიანო ვიეტოს ტრანსფერი დაადასტურა.

დღეს, 15:29

16 წელიწადში, სერხიო რამოსმა ლა ლიგაში არცერთი კლასიკო არ გამოტოვა

სერხიო რამოსმა ლა ლიგის 31-ე კლასიკოში მიიღო მონაწილეობა.

დღეს, 15:25

"საბოლოო შედეგზე უდიდესი გავლენა იქონია", - კუმანი რეალთან მარცხს სოც.ქსელში გამოეხმაურა

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი, „რეალთან“ წაგებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

დღეს, 14:20

ნევილი: "ალბათ, ვან დე ბეკი ფიქრობს, აქ რა ჯანდაბას ვაკეთებო"

„მან.იუნაიტედის“ ექს-ფეხბურთელმა, გარი ნევილმა, დონი ვან დე ბეკზე ისაუბრა.

დღეს, 14:16

ჯონ ჯონსი უკმაყოფილოა, რომ დანა უაიტმა ხაბიბს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო უწოდა

UFC-ს ნახევრადმსუბუქი წონის ექს-ჩემპიონი, ჯონ ჯონსი უკმაყოფილო დარჩა იმ ფაქტით...

დღეს, 14:13

მაკგრეგორმა გეიჯის ბრძოლას სამარცხვინო უწოდა

UFC-s ორი წონით კატეგორიის ექს-ჩემპიონმა, კონორ მაგრეგორმა, ჯასტინ გეიჯი ხაბიბ ნურმაგომედოვთან ბრძოლის გამო გააკრიტიკა.

დღეს, 14:09

"ხაბიბი წავიდა, იმიტომ რომ კონორის ეშინია", - მაკგრეგორის მეგობარი

UFC-ს მსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონის, კონორ მაკგრეგორის მეგობარი, დილონ დენისი, ხაბიბის წასვლას გამოეხმაურა.

დღეს, 14:00

მანჩესტერ იუნაიტედმა 48 წლის წინანდელი ანტირეკორდი გაიმეორა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" 1972/73 წლების სეზონში დამყარებული ანტირეკორდი გაიმეორა, წერს Opta Sport.

დღეს, 11:54

დე ხეა: "მანჩესტერ იუნაიტედი მეტს იმსახურებდა, ჩელსი მეკარემ გადაარჩინა"

"მანჩესტერ იუნაიტედის" გოლკიპერმა, დავიდ დე ხეამ "ჩელსისთან" (0:0) გამართული მატჩის შედეგი შეაჯამა.

დღეს, 11:46

"გუნდს ვან დე ბეკი არ სჭირდება", - ნევილის შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედი ევრამაც გააკრიტიკა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-მცველმა, პატრის ევრამ "ეშმაკუნების" ნახევარმცველ დონი ვან დე ბეკზე ისაუბრა.

დღეს, 11:42

საინტერესო ფაქტი: რონალდუს წასვლის შემდეგ, მესის კლასიკოში გოლი არ გაუტანია

საინტერესოა, თუ როდის გაიტანა უკანასკნელად "ბარსელონას" კაპიტანმა, ლეო მესიმ "კლასიკოში" გოლი.

დღეს, 11:38

ელ კლასიკოს ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა: რეალმა ბარსელონას გადაასწრო!

ესპანეთის ჩემპიონატის მე-7 ტურის ეგიდით, "ბარსელონამ" "რეალს" უმასპინძლა და დამარცხდა - 1:3.

დღეს, 11:31

სერია ა-ს კლუბმა ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატის ანტირეკორდი დაამყარა

იტალიის ჩემპიონატის მე-5 ტურის ეგიდით, "ბოლონია" სტუმრად "ლაციოსთან" დამარცხდა - 1:2.

დღეს, 11:24

"არ მესმის, რატომ იყიდა მანჩესტერმა ვან დე ბეკი", - ნევილის კრიტიკული განცხადება

"მანჩესტერის" ექს-მცველმა, გარი ნევილმა "აიაქსიდან" ნახევარმცველ დონი ვან დე ბეკის ტრანსფერზე ისაუბრა.

დღეს, 11:20
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10