Goal.Ge

დიდი პრობლემა, სახელად - მარტინ დემიჩელისი



არგენტინის ნაკრებისა და მანჩესტერ სიტის ფეხბურთელი ხშირად „გვანებივრებდა“ თავისი არასაიმედო თამაშით. ჯერ კიდევ მიუნხენის ბაიერნში თამაშისას ერთ–ერთი სეზონის დასაწყისში ორი ავტოგოლით გამოირჩა, გარდა ამისა ხშირი იყო მისი წვლილი გუნდის დაცვის ჩავარდნაში. ამის შემდეგ ფეხბურთელი მალაგაში გადავიდა. მალაგას გეგმებში, რომელიც დაბალი დონის ევროპული კლუბი იყო, პირველ რიგში მცირედ გაძლიერება შედიოდა, ხოლო როდესაც გარკვეულ წარმატებებს მიაღწევდნენ, იგეგმებოდა მისი მაღალი დონის გუნდან გადაქცევა და შესაბამისად უფრო ძლიერი ფეხბურთელების მიწვევაც. დემიჩელისი შუა ეტაპისთვის გამოსადეგი ფეხბურთელი იყო. მალაგას პროექტი მალე ჩავარდა. არაბმა შეიხებმა გუნდს დაფინანსება შეუწყვიტეს. დემიჩელისმა კი მთავარი მწვრთნელის, მანუელ პელეგრინის ნდობა მოიპოვა. ჩილელმა სპეციალისტმა არგენტინელი მცველი მანჩესტერ სიტიში წაიყვანა. აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტორი, დემიჩელისი არგენტინის ნაკრების დაცვის ხაზის წევრიც იყო, რომელიც 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საკმაოდ მარტივი გადასალახი გახლდათ და გახდა კიდევაც ამ ჩემპიონატის მთავარი ფავორიტის ფიასკოს მიზეზი. დემიჩელისის მიერ ბარსელონასთან მატჩში ჩადენილი საქციელი ნაწილობრიც გამართლებულადაც შეიძლება მოგვეჩვენოს. თუ ვიტყვით, რომ დემიჩელისმა გაძევება არჩია საკუთარ კარში მიღებულ თითქმის უეჭველ გოლს, ხოლო ჯარიმა/პენალტის შემთხვევაში კი სიტუაციის განმუხტვის შანსი დატოვა. მოცემული არგუმენტი დამაჯერებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ დემიჩელისი მსგავს საქციელს მეორე მატჩის ბოლოს ჩაიდენდა, როდესაც უკანასკნელ ხავსს მოეჭიდებოდა და გუნდსაც ნაკლებად დაეტყობოდა კაცთნაკლულობა. მაგრამ როდესაც პირველი თამაშის შუაწელს საჯარიმოს ხაზთან ახლოს, თუ საჯარიმოს ხაზზე არღვევ თამაშის წესს, იცი რომ უეჭველად გაგაგდებენ და გუნდს უმცირესობაში ტოვებ, ეს ნამდვილად მეტყველებს დაბალ კლასსზე. სიტის ნაკლებად დააზარალებდა 1 გაშვებული გოლი, ვიდრე მეორე ტაიმის თითქმის მთლიანად კაცთნაკლული თამაში. მართლაც, რომ არა მოედანზე დარჩენილთა თავდადება და ბარსელონას მიერ მომენტების გამოუყენებლობა, ანგარიში ბევრად დიდი იქნებოდა. კიდევ ერთი ფაქტორი, რითაც შეიძლება გაამართლონ დემიჩელისი. იყო თუ არა პენალტი? ამის თაობაზე ერთი შეხედვით რთულია დასკვნის გაკეთება, მაგრამ იმის თქმა ნამდვილად შეიძლება, რომ არგენტინელის გასამართლებლად მსაჯის შეცდომაზე საუბარი არასწორია. რამდენიმე კამერით გადაღებულ ვიდეომასალაშიც კი რთულია გაარჩიო იყო თუ არა პენალტი, მიწაზე გართხმული დემიჩელისი კი ნაკლებად სავარაუდოა რომ საჯარიმოს ხაზის მდებარეობას აკონტროლებდა. და ბოლოს, რა თქმა უნდა არ შეიძლება ფეხბურთელის ერთი შეცდომის გამო ჩამოწერა, მაგრამ მარტინ დემიჩელისის არასტაბილურ თამაშს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეცდომა დაემატა. მანჩესტერ სიტისნაირი წარმატებული გუნდისათვის მსგავსი ტიპის ფებურთელი დაცვის ცენტრში, ცოტა არ იყოს და, შეუფერებელია. დემიჩელისის ადგილი საშუალო დონის ევროპულ გუნდებში უფროა, ვიდრე გრანდებში. ნიკა კოშორიძე, GOAL.GE-სთვის

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მანჩესტერ იუნაიტედმა ორი მთავარი სატრანსფერო სამიზნე ამოირჩია

მანკუნიანელებმა მთავარი სატრანსფერო სამიზნეები დაისახეს.

დღეს, 01:29

მისი უდიდებულესობა ჩემპიონთა ლიგა ასპარეზზე ბრწყინვალე მატჩებით ბრუნდება

სამთვიანი პაუზის შემდეგ, ასპარეზზე ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ბრწყინვალე მატჩებით ბრუნდება.

დღეს, 01:17

დე იონგი: "რა ვისწავლე ბარსელონაში? სამ კვირაში ცხრიანში ყუმბარისებული დარტყმების შესწავლა რთულია"

„ბარსელონას“ ახალწვეულმა, ფრენკი დე იონგმა, კატალონიელთა საჩემპიონთალიგო მეტოქეებზე ისაუბრა.

დღეს, 00:54

ოფიციალურად: პსჟ-ს რეალთან სამივე ლიდერი გამოაკლდება

„პარი სენ-ჟერმენმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდი „რეალს“ ლიდერების გარეშე დაუპირისპირდება.

დღეს, 00:48

"ევროპაში საუკეთესოები ვერანაირად ვერ ვიქნებით", - კლოპმა მსოფლიოს საუკეთესო გუნდი დაასახელა

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა საკუთარ გუნდის წოდება კონკურენტს მიაკუთვნა.

დღეს, 00:45

კასილასმა ისაუბრა, თუ როგორ მიმდინარეობს მისი გამოჯანმრთელების პროცესი

ლეგენდარულმა ესპანელმა გოლკიპერმა, იკერ კასილასმა, გაუზიარა პრესას, თუ როგორ მიმდინარეობს მისი გამოჯანმრთელების პერიოდი ინფარქტის შემდეგ.

დღეს, 00:41

ლიორენტე: "ძალიან გაბრაზებული ვარ და შურისძიება მინდა"

„ნაპოლის“ ახალწვეულმა, ფერნანდო ლიორენტემ, „ლივერპულზე“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში წაგების გამო შურისძიებას აპირებს.

დღეს, 00:39

მბაპე: "ძალიან იმედგაცრუებული ვარ"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი, კილიან მბაპე, იმედგაცრუებულია იმით, რომ თავის გუნდს „რეალთან“ მატჩში ტრავმის გამო ვერ დაეხმარება.

დღეს, 00:35

კლოპმა ლივერპული შესაძლოა ძალიან უცნაური მიზეზით დატოვოს - აგენტიც ალაპარაკდა

გერმანელმა სპეციალისტმა მერსისაიდულ გუნდში მეხუთე სეზონი დაიწყო და სასტარტო 5 შეხვედრაში 15 ქულა დააგროვა.

დღეს, 00:27

ფატი კიდევ ორ რეკორდთან არის ახლოს

"ბარსელონას" ვუნდერკინდი ანსუმანე ფატი კიდევ ორ რეკორდს უახლოვდება.

გუშინ, 23:24

კოუტინიო: "ბაიერნი ბარსელონასა და ლივერპულზე მეტად ჰგავს ერთ ოჯახს"

მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეულმა ფელიპე კოუტინიომ თავის გუნდზე ისაუბრა:

გუშინ, 23:09

კასილასმა ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი დაასახელა

ლეგენდარულმა იკერ კასილასმა ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა:

გუშინ, 23:00

ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი: "ფირმინოს გაყიდვა მესისა და რონალდუს ფასადაც არ ღირს"

ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯერმეინ ჯენასმა რობერტო ფირმინოზე ისაუბრა:

გუშინ, 22:47

როისმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

დორტმუნდის "ბორუსიას" ლიდერმა მარკო როისმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა:

გუშინ, 22:36

ნეიმარი: "პსჟ-ს ქომაგებისთვის სათქმელი არაფერი მაქვს"

"პარი სენ-ჟერმენის" შემტევმა ნეიმარმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 22:11

ნავასი: "რეალი უკვე წარსულშია"

"პარი სენ-ჟერმენის" ახალწვეულმა კეილორ ნავასმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 21:59

დე ხეა: "მანჩესტერში თამაში ჩემთვის დიდი პატივია"

"მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, დავიდ დე ხეამ პირველი კომენტარი გააკეთა:

გუშინ, 21:18

ანჩელოტიმ ევროპის საუკეთესო გუნდი დაასახელა

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ევროპის საუკეთესო გუნდი დაასახელა:

გუშინ, 21:03

კლოპის აგენტი: "იურგენი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს"

იურგენ კლოპის აგენტმა მარკ კორიცკემ თავისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა:

გუშინ, 20:51

ნევილი: "რაიოლა ევროპული ფეხბურთის სირცხვილია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა მინო რაიოლა მკაცრად გააკრიტიკა:

გუშინ, 20:38

ფატი ბარსელონას შესაძლოა 7 მატჩით დაემშვიდობოს

ანსუ ფატიმ შესაძლოა "ბარსელონას" უახლოესი შვიდი შეხვედრა გამოტოვოს.

გუშინ, 20:16

დე ბრუინი: "5-ქულიანი ჩამორჩენა არაფერს ნიშნავს"

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა თავისი გუნდის საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა:

გუშინ, 20:00

სენ-პიერი: "ფერგიუსონმა სატიტულო ბრძოლა დაიმსახურა"

UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა ჟორჟ სენ-პიერმა ტონი ფერგიუსონზე ისაუბრა:

გუშინ, 19:49

ჰესკი: "ჯერარდმა და ლამპარდმა სამსახური კანის ფერის გამო მიიღეს"

ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ემილ ჰესკიმ საკმაოდ პროვოკაციული განცხადება გააკეთა:

გუშინ, 19:38

ითამაშებს თუ არა მესი დორტმუნდთან? - ბარსას განაცხადი ცნობილია

"ბარსელონას" განაცხადი დორტმუნდის "ბორუსიასთან" შეხვედრისთვის ცნობილია.

გუშინ, 19:27

ოფიციალურად: დავიდ დე ხეას მომავალი გადაწყვეტილია

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ოფიციალურ საიტზე დავიდ დე ხეასთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ გამოაცხადა.

გუშინ, 18:18

"14 დეკემბერი, დუბლინი", - მაკგრეგორმა დაბრუნება დააანონსა?

UFC-ს ნახევარმსუბუქი და მსუბუქი წონების ირლანდიელმა ექს-ჩემპიონმა, კონორ მაკგრეგორმა, სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა.

გუშინ, 18:03

კოუტინიომ იმის შესახებ ისაუბრა, თუ ვინ დაეხმარა ბაიერნში ადაპტაციის გავლაში

"ბაიერნის" ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 17:12

1 მილიარდი ევრო! - მილანი შესაძლოა Louis Vuitton-მა იყიდოს

კომპანია Louis Vuitton Mo?t Hennessy-ის ჯგუფის პრეზიდენტი, ბერნარ არნო შესაძლოა "მილანის" ახალი მფლობელი გახდეს.

გუშინ, 17:06

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10