Goal.Ge

რამ განაპირობა "სიტის" მარცხი? პელეგრინი, მსაჯი, დემიჩელისი



როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ღამით გაიმართა უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური შეხვედრა, სადაც მანჩესტერ "სიტი" კატალონიურ "ბარსელონასთან" უშანსოდ დამარცხდა. ამ სტატიაში შევეცდები ვისაუბრო იმ ფაქტორებზე, რის გამოც მასპინძლებმა მარცხი იწვნიეს. პელეგრინი პირველ რიგში, მინდა ვისაუბრო "სიტის" ტაქტიკაზე. მატჩამდე ალბათ ბევრი ფიქრობდა, რომ მასპინძლები აგრესიულად, აქტიურად ითამაშებდნენ და პრესინგის ხარჯზე შეეცდებოდნენ მეტოქისთვის თავსატეხის შექმნას, ისე როგორც, ეს პრემიერ ლიგაში ხდება... ბრძოლით, ჟინით და თავდადებით მანჩესტერელები "ბარსელონას" დამარცხებას თუ არა, მატჩის არ წაგებას მაინც მოახერხებდნენ. რეალურად, მოლოდინი არ გამართლდა და პელეგრინიმ შეხვედრა აბსოლუტურად განსხვავებულად წარმართა. პირველი 15 წუთის განმავლობაში კატალონიელები კოლოსალურ უპირატესობას ფლობდნენ (73-27 % ბურთის ფლობა მათ სასარგებლოდ). ეს იმით იქნა გამოწვეული, რომ მასპინძლები სტუმრებს თავისუფლად აძლევდნენ გადაადგილების საშუალებას და ხელს არ უშლიდნენ. პელეგრინის გუნდისგან არ იგრძნობოდა არანაირი პრესინგი და ზეწოლა მეტოქეზე. სიმართლე გითხრათ, ზუსტად ამ საწყის წუთებში მივხვდი, რომ შეხვედრას "ბარსელონა" მოიგებდა. როდესაც კატალონიელებს ბურთის თავისუფლად კონტროლის და ტიკი-ტაკას საშუალება ეძლევათ, ისინი თავის თავში მეტ თავდაჯერებულობას იძენენ და შედეგად მათი დამარცხება ფაქტობრივად შეუძლებელია. თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს დაახლოებით მე-15 წუთიდან 25-ე წუთამდე მოყოლებული ინტერვალი, როდესაც "სიტი" მატჩში დაბრუნდა. სწორედ ამ დროს მომეცა იმის იმედი, რომ "ქალაქელები" შეხვედრას გამოაცოცხლებდნენ. პელეგრინის ფეხბურთელები აქტიურ პრესინგზე გადავიდნენ, შეავიწროვეს მეტოქე, ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი შეამცირეს და მეტოქის კართან პირველი სახიფათო მომენტებიც შექმნეს. აშკარად გამოჩნდა, რომ სწორედ ამ ტაქტიკით შეიძლებოდა "ბარსელონას" დამარცხება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სტუმართა მცველები მაინცდამაინც კარგი თამაშით ვერ გამოირჩევიან ეს სეზონი, ამიტომაც მწვავე და აგრესიული თამაშით მათი კარის დალაშქვრა სავსებით რეალურია. მაგრამ ჩემი იმედი 10 წუთში მოკვდა და რატომღაც, პელეგრინი კვლავ მდორე ფეხბურთს დაუბრუნდა. უპირატესობა ისევ "ბარსელონას" ხელში გადავიდა. მეორე ტაიმში, პელეგრინის შეცდომას დაემატა სხვა ფაქტორებიც, რამაც ერთობლიობაში გუნდის მარცხი გამოიწვია. 54–ე წუთზე მარტინ დემიჩელისი ლეო მესიზე თამაშის წესების დარღვევის გამო მოედნიდან გააძევეს. წითელი ბარათი ნამდვილად დამსახურებულია, რადგან ეს ბოლო იმედის ჯარიმა იყო. არგენტინელის შეცდომაზე ჩემმა კოლეგამ დეტალურად ისაუბრა, ამიტომ ამ თემას აღარ გავაგრძელებ (დიდი პრობლემა, სახელად – მარტინ დემიჩელისი). ამ ეპიზოდში საკითხავი ის არის, იყო თუ არა პენალტი? წესების დარღვევა საჯარიმოს მისადგომებთან, გარეთ დაფიქსირდა. ვფიქრობ, პენალტის გამო "ბარსელონასთვის" გამარჯვების მიწერა არ ღირს, კატალონიელები ამ მნიშვნელოვან მოგებას თერთმეტმეტრიანი დარტყმის გარეშეც შეძლებდნენ. აქვე, არ უნდა დავივიწყოთ იონას ერიკსენის ის სადავო ეპიზოდები, რომლებიც სტუმართა სასარგებლოდ შეიძლება დანიშნულიყო. 27–ე წუთზე გაელ კლიშის ბურთი ხელზე მოხვდა საჯარიმოში, სადაც მსაჯს პენალტის დადება შეეძლო. article-2562515-1B9E11FA00000578-84_306x423 მეორე ეპიზოდი კი ნაკლებად სადავოა. "ბარსელონას" გოლი აშკარად უნდა ჩათვლილიყო, რადგან თამაშგარე მდგომარეობა არ ყოფილა. გიგი ალადაშვილი, GOAL.GE-სთვის

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მანჩესტერ იუნაიტედმა ორი მთავარი სატრანსფერო სამიზნე ამოირჩია

მანკუნიანელებმა მთავარი სატრანსფერო სამიზნეები დაისახეს.

დღეს, 01:29

მისი უდიდებულესობა ჩემპიონთა ლიგა ასპარეზზე ბრწყინვალე მატჩებით ბრუნდება

სამთვიანი პაუზის შემდეგ, ასპარეზზე ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ბრწყინვალე მატჩებით ბრუნდება.

დღეს, 01:17

დე იონგი: "რა ვისწავლე ბარსელონაში? სამ კვირაში ცხრიანში ყუმბარისებული დარტყმების შესწავლა რთულია"

„ბარსელონას“ ახალწვეულმა, ფრენკი დე იონგმა, კატალონიელთა საჩემპიონთალიგო მეტოქეებზე ისაუბრა.

დღეს, 00:54

ოფიციალურად: პსჟ-ს რეალთან სამივე ლიდერი გამოაკლდება

„პარი სენ-ჟერმენმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდი „რეალს“ ლიდერების გარეშე დაუპირისპირდება.

დღეს, 00:48

"ევროპაში საუკეთესოები ვერანაირად ვერ ვიქნებით", - კლოპმა მსოფლიოს საუკეთესო გუნდი დაასახელა

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა საკუთარ გუნდის წოდება კონკურენტს მიაკუთვნა.

დღეს, 00:45

კასილასმა ისაუბრა, თუ როგორ მიმდინარეობს მისი გამოჯანმრთელების პროცესი

ლეგენდარულმა ესპანელმა გოლკიპერმა, იკერ კასილასმა, გაუზიარა პრესას, თუ როგორ მიმდინარეობს მისი გამოჯანმრთელების პერიოდი ინფარქტის შემდეგ.

დღეს, 00:41

ლიორენტე: "ძალიან გაბრაზებული ვარ და შურისძიება მინდა"

„ნაპოლის“ ახალწვეულმა, ფერნანდო ლიორენტემ, „ლივერპულზე“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში წაგების გამო შურისძიებას აპირებს.

დღეს, 00:39

მბაპე: "ძალიან იმედგაცრუებული ვარ"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი, კილიან მბაპე, იმედგაცრუებულია იმით, რომ თავის გუნდს „რეალთან“ მატჩში ტრავმის გამო ვერ დაეხმარება.

დღეს, 00:35

კლოპმა ლივერპული შესაძლოა ძალიან უცნაური მიზეზით დატოვოს - აგენტიც ალაპარაკდა

გერმანელმა სპეციალისტმა მერსისაიდულ გუნდში მეხუთე სეზონი დაიწყო და სასტარტო 5 შეხვედრაში 15 ქულა დააგროვა.

დღეს, 00:27

ფატი კიდევ ორ რეკორდთან არის ახლოს

"ბარსელონას" ვუნდერკინდი ანსუმანე ფატი კიდევ ორ რეკორდს უახლოვდება.

გუშინ, 23:24

კოუტინიო: "ბაიერნი ბარსელონასა და ლივერპულზე მეტად ჰგავს ერთ ოჯახს"

მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეულმა ფელიპე კოუტინიომ თავის გუნდზე ისაუბრა:

გუშინ, 23:09

კასილასმა ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი დაასახელა

ლეგენდარულმა იკერ კასილასმა ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა:

გუშინ, 23:00

ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი: "ფირმინოს გაყიდვა მესისა და რონალდუს ფასადაც არ ღირს"

ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯერმეინ ჯენასმა რობერტო ფირმინოზე ისაუბრა:

გუშინ, 22:47

როისმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

დორტმუნდის "ბორუსიას" ლიდერმა მარკო როისმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა:

გუშინ, 22:36

ნეიმარი: "პსჟ-ს ქომაგებისთვის სათქმელი არაფერი მაქვს"

"პარი სენ-ჟერმენის" შემტევმა ნეიმარმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 22:11

ნავასი: "რეალი უკვე წარსულშია"

"პარი სენ-ჟერმენის" ახალწვეულმა კეილორ ნავასმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 21:59

დე ხეა: "მანჩესტერში თამაში ჩემთვის დიდი პატივია"

"მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, დავიდ დე ხეამ პირველი კომენტარი გააკეთა:

გუშინ, 21:18

ანჩელოტიმ ევროპის საუკეთესო გუნდი დაასახელა

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ევროპის საუკეთესო გუნდი დაასახელა:

გუშინ, 21:03

კლოპის აგენტი: "იურგენი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს"

იურგენ კლოპის აგენტმა მარკ კორიცკემ თავისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა:

გუშინ, 20:51

ნევილი: "რაიოლა ევროპული ფეხბურთის სირცხვილია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა მინო რაიოლა მკაცრად გააკრიტიკა:

გუშინ, 20:38

ფატი ბარსელონას შესაძლოა 7 მატჩით დაემშვიდობოს

ანსუ ფატიმ შესაძლოა "ბარსელონას" უახლოესი შვიდი შეხვედრა გამოტოვოს.

გუშინ, 20:16

დე ბრუინი: "5-ქულიანი ჩამორჩენა არაფერს ნიშნავს"

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა თავისი გუნდის საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა:

გუშინ, 20:00

სენ-პიერი: "ფერგიუსონმა სატიტულო ბრძოლა დაიმსახურა"

UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა ჟორჟ სენ-პიერმა ტონი ფერგიუსონზე ისაუბრა:

გუშინ, 19:49

ჰესკი: "ჯერარდმა და ლამპარდმა სამსახური კანის ფერის გამო მიიღეს"

ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ემილ ჰესკიმ საკმაოდ პროვოკაციული განცხადება გააკეთა:

გუშინ, 19:38

ითამაშებს თუ არა მესი დორტმუნდთან? - ბარსას განაცხადი ცნობილია

"ბარსელონას" განაცხადი დორტმუნდის "ბორუსიასთან" შეხვედრისთვის ცნობილია.

გუშინ, 19:27

ოფიციალურად: დავიდ დე ხეას მომავალი გადაწყვეტილია

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ოფიციალურ საიტზე დავიდ დე ხეასთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ გამოაცხადა.

გუშინ, 18:18

"14 დეკემბერი, დუბლინი", - მაკგრეგორმა დაბრუნება დააანონსა?

UFC-ს ნახევარმსუბუქი და მსუბუქი წონების ირლანდიელმა ექს-ჩემპიონმა, კონორ მაკგრეგორმა, სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა.

გუშინ, 18:03

კოუტინიომ იმის შესახებ ისაუბრა, თუ ვინ დაეხმარა ბაიერნში ადაპტაციის გავლაში

"ბაიერნის" ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 17:12

1 მილიარდი ევრო! - მილანი შესაძლოა Louis Vuitton-მა იყიდოს

კომპანია Louis Vuitton Mo?t Hennessy-ის ჯგუფის პრეზიდენტი, ბერნარ არნო შესაძლოა "მილანის" ახალი მფლობელი გახდეს.

გუშინ, 17:06

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10