Goal.Ge

"არსენალის" ფატალური უიღბლობა



ლონდონის არსენალისა და მიუნხენის ბაიერნის მატჩი ლიგის მერვედფინალებს შორის უდავოდ გამორჩეული უნდა ყოფილიყო თავისი დაძაბულობით. ეს ასეც მოხდა პირველ ტაიმში. არსენალის აქტიურობას ბაიერნის პასუხი და კროოსის შორიდან ძლიერი დარტყმა მოჰყვა, მეკარე შესნიმ ლამაზი სეივით გადაარჩინა მეთოფეები. მიუნხენელთა კართან მალე მომენტების კასკადი შეიქმნა, ჯერ იყო და ნოიერს ორჯერ მოუწია თამაშში ჩართვა, ხოლო შემდეგ კი იოზილის წაქცევისათვის პენალტი დაინიშნა. მეკარემ ახლოს დარტყმულ ბურთზე ხელი ასწია და თანამემამულეს აუღო. აღსანიშნავია, რომ ოზილი საჯარიმოში შეჭრამდე თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა. ამის შემდეგ არსენალის თურქ–გერმანელი შემტევი გატყდა, უფრო აქტიურები იყვნენ ოქსლეიდ–ჩემბერლენი და სანტი კაზორლა. mesut მიუნხენელთა შემადგენლობა გუარდიოლამ თავიდანვე ისე დააწყო, რომ აქცენტი გაუვალ ნახევარდაცვაზე გააკეთა. მოედნის ცენტრში მარტინესის დაყენება და ფილიპ ლამის დაცვაში დაბრუნება სწორედ ამას ნიშნავდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტაქტიკამ არ გაამართლა, მეტოქე მაინც მარტივად ახერხებდა ბავარიელთა საჯარიმოსთან მიახლოებას. ამას დაემატა ის, რომ დავიდ ალაბამ გასაოცრად ცუდად ჩაატარა მატჩის პირველი ნახევარი, მისი ფლანგიდან ხშირად იქმნებოდა ხიფათი ბაიერნის კართან. მანუელ ნოიერის გარდა გამოსარჩევი იყო მანჯუკიჩი, რომელიც ბევრს მოძრაობდა და ფილიპ ლამი, რომელიც თითქმის მთელი პირველი ნახევრის განმავლობაში თავისი სახიფათო ჩართვებით ხიფათს ქმნიდა ვენგერის შეგირდების კართან. მატჩის, და სავარაუდოდ მთლიანად ამ მერვედფინალის გადამწყვეტი მომენტი ტაიმის მიწურულს დადგა, როდესაც საჯარიმოში შეჭრილმა არიენ რობენმა თვალწინ ააცალა ბურთი არსენალის მეკარეს, რომელიც ინერციით შეეჯახა ჰოლანდიელს, შესაბამისად თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა და ფეხბურთის წესების მიხედვით უკანასკნელი იმედის ჯარიმისთვის არსენალს მეკარე გაუგდეს. პენალტის დარტყმა ალაბას მოუწია, მან ბურთი ძელს გაარტყა. პირველი ტაიმი 0–0 დასრულდა და გუნდები შესვენებაზე გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ ერთ–ერთი ყველაზე აქტიური სანტი კაზორლა მეკარის ცვლილებას შეეწირა, ხოლო მანამდე ვენგერს უკვე გამოყენებული ჰქონდა ერთი იძულებითი შეცვლა. საკითხავი რჩებოდა ერთადერთი რამ, როგორ შეძლებდა გუარდიოლა უპირატესობის გამოყენებას და სასურველი ანგარიშით მატჩის დასრულებას. rob ესპანელი სპეციალისტი მიხვდა, რომ არსენალი დაცვაში ჩადგებოდა და კონტრშეტევებით სცდიდა ფონს გასვლას. ამიტომ ტრადიციულ მეთოდს მიმართა, მარჯვენა მცველად რაფინია დააყენა, ხავი მარტინესი უკან დაწია, ხოლო ნახევარდაცვის ცენტრში ფილიპ ლამი დააყენა, რომლის წინ ალკანტარა და კროოსი უფრო თავისუფლად მოქმედებდნენ. მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე რაფინია და ალაბა მეტოქის ნახევარზე გადავიდნენ საცხოვრებლად, მალე მათ მიჰყვა მთელი ბაიერნიც. არიენ რობენისა და რაფინიას იდეალურმა წყვილმა, რომელთაც ხშირად კაპიტანიც ეხმარებოდათ, შეტევის მარჯვენა ფლანგი აიკლეს. ამან თავისი შედეგი გამოიღო და კროოსმა შორეული დარტყმით გახსნა ანგარიში 54 წუთზე. საგოლე გადაცემის ავტორი ლამი გახდა. მიუნხენის ბაიერნს ბურთის კონტროლში ბადალი არ ჰყავს და კაცთნაკლული უმოძრაო არსენალიც მაქსიმალურად ეცადა ანგარიშის შენარჩუნებას. ვენგერმა მოძრავი ოქსლეიდ–ჩემბერლენის ნაცვლად ტომაშ როსიცკი გამოიყვანა ბურთის მცირე ხნით მაინც დასაჭერად. ცვლილება აბსოლუტურად უშედეგო გამოდგა. მიუნხენელებმა მრავალი შეტევის შემდეგ მატჩის მიწურულს კიდევ გაიტანეს, როდესაც ისევ ლამის პასი მიულერმა გამოიყენა. დამატებულ დროში კი კროოსის დარტყმული ძელმა მოიგერია. აღსანიშნავია, რომ მერტეზაკერი კოშელნის წყვილი კარგად მოქმედებდა და ისინი ხშირად ეღობებოდნენ მიუნხენელთა დარტყმებს, თუმცა თამაშის ბოლოს არსენალის დაცვაც ჩავარდა. ერთი შეხედვით ბაიერნმა ყველაფერი მოაგვარა, თუმცა შარშანდელი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჯობს ნაჩქარევი დასკვნებისგან თავი შევიკავოთ. და ბოლოს, სტატისტიკა რომელიც ნათლად გადმოსცემს ბაიერნის ტოტალურ უპირატესობას: ბურთის ფლობა 73%–27% ზე, კარში დარტყმები კი 26–6ზე. არსენალს არც ამჯერად გაუმართლა, თუმცა წინ მეორე მატჩია, სადაც ვენგერის გუნდს დასაკარგი აღარაფერი აქვს. სპეციალურად GOAL.GE-სთვის, ნიკა კოშორიძე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ლიდერები განაცხადს მიღმა - საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო თასისთვის ცნობილია

ლიდერები განაცხადს მიღმა - საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო თასისთვის ცნობილია

დღეს, 02:59

ეროვნული ლიგა - მე-18 ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

გთავაზობთ ეროვნული ლიგის მე-18 ტურში მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელებისგან შემდგარ სიმბოლურ გუნდს.

დღეს, 02:14

კახა ჩხეტიანი: "ვინც არ უნდა შეგვხვედროდა, ყველასთან საბრძოლველი გვექნებოდა"

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტორპედო" "ორდაბასს" დაუპირისპირდება.

დღეს, 01:34

ჭიაბრიშვილი: "სურვილი მქონდა, სელტიკს შევხვედროდით"

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" "შერიფს" დაუპირისპირდება.

დღეს, 01:32

ევროპა ლიგაზე ტორპედოს და ჩიხურას საშინაო მატჩები ერთ დღეს აქვთ - სად ითამაშებენ გუნდები?

დღეს გაიმართა ევროპა ლიგის წილისყრა, სადაც ქართული გუნდების მეტოქეები გაირკვა.

დღეს, 00:58

“იაპონიის წინააღმდეგ ყველაფერს გავაკეთებთ“ - ფილ ნევილი

19 ივნისს ქალთა მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტური გაიმართება.

დღეს, 00:50

მაკელელე ჩელსიში ბრუნდება

46 წლის კლოდ მაკელელე, სავარაუდოდ, ძველ გუნდს დაუბრუნდება.

დღეს, 00:33

ფერგიუსონი მანჩესტერის ბოსებს მიმართავს

ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი მანჩესტერის ბოსებს მიმართავს და გუნდში სტივ უელშის მოყვანას ითხოვს.

დღეს, 00:20

მხოლოდ 5 ათასი ბილეთი სუპერ თასისთვის

სუპერ თასისთვის „ლივერპულსა“ და „ჩელსის“ ქომაგებს მხოლოდ 5 ათასი ბილეთი გამოუყვეს.

დღეს, 00:12

ახალი დონარუმა? - ბარსა ვენესუელელს უმიზნებს

„ბარსელონა“ 21 წლის მეკარეზე ნადირობს.

გუშინ, 23:59

ვან ბომელი რობენს ეპატიჟება

ყოფილი თანაგუნდელი რობენს „პსვ-ში“ ეპატიჟება.

გუშინ, 23:47

მოურინიოს ნაკრების გაწვრთნა სურს

ჟოზე მოურინიო ახალი გამოწვევებისთვის მზად არის.

გუშინ, 23:39

“გრიზმანთან არასდროს გვილაპარაკია!“ - ბართომეუ

ბართომეუმ გრიზმანთან კავშირი უარყო.

გუშინ, 23:24

ბენიტესს ჩინეთში იწვევენ

ესპანელი მწვრთნელი, შესაძლოა, ჩინურ სუპერ ლიგაში გადაბარგდეს.

გუშინ, 23:12

ტორეირა მილანთან ახლოსაა

ლუკას ტორეირას „არსენალის“ დატოვება სურს.

გუშინ, 22:58

ფეკირმა, შესაძლოა, ლიონი დატოვოს

„ლიონის“ ხელმძღვანელობამ ფეკირის წასვლა არ გამორიცხა.

გუშინ, 22:48

რა უნდა მოხდეს, რომ ბეილმა რეალი დატოვოს?-აგენტის განცხადება

გარეთ ბეილი მადრიდის „რეალიდან“ იჯარის წესით არ წავა.

გუშინ, 22:35

ხამესს მორიგი სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

"რეალს" ნახევარმცველ ხამეს როდრიგესის ფასის თაობაზე უკვე დაუკავშირდნენ.

გუშინ, 20:41

რეალმა ნეიმარის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო - GOAL.COM

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა GOAL.COM ავრცელებს.

გუშინ, 20:31

ატლეტიკომ როდრის შემცვლელს პრემიერ ლიგაში მიაგნო

მოგეხსენებათ, "ატლეტიკოს" ნახევარმცველი, როდრი "მანჩესტერ სიტიში" გადადის.

გუშინ, 19:31

კლოპმა ლივერპულის ბოსებს სასურველი ფეხბურთელი დაუსახელა

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს.

გუშინ, 19:21

ფელიში ატლეტიკოში? - ბენფიკას ოფიციალური განცხადება

"ბენფიკამ" ჟოაო ფელიშის "ატლეტიკოში" შესაძლო ტრანსფერზე ოფიციალური განცხადება გააკეთა.

გუშინ, 19:17

მიულერმა ზღაპრული წინადადება იუარა, მიზეზები ცნობილია

"ბაიერნის" თავდამსხმელმა, ტომას მიულერმა კლუბიდან წასვლა არ ისურვა.

გუშინ, 19:12

ორი კლუბი, სადაც შესაძლოა ტოტი ვიხილოთ

მოგეხსენებათ, ფრანჩესკო ტოტიმ "რომას" ტექნიკური დირექტორის პოსტი დატოვა.

გუშინ, 19:09

ვინ იქნება რეალის მეორე მეკარე? - გადაწყვეტილება მიღებულია

ცნობილია გოლკიპერი, რომელიც მომდევნო სეზონში "რეალში" ტიბო კურტუას შემცვლელი იქნება.

გუშინ, 19:03

ოფიციალურად: ნესტა იტალიური გუნდის მწვრთნელი გახდა

"მილანის" ექს-ფეხბურთელმა, ალესანდრო ნესტამ იტალიური გუნდი ჩაიბარა.

გუშინ, 18:47

ოფიციალურად: აიაქსი მორიგმა ფეხბურთელმა დატოვა

ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "აიაქსმა" მორიგი ფეხბურთელი გაყიდა.

გუშინ, 18:44

საქართველო - ერთადერთი გუნდი, რომელიც ზედიზედ მეხუთე წელი გრანდების გვერდით იქნება

საქართველო - ერთადერთი გუნდი, რომელიც ზედიზედ მეხუთე წელი გრანდების გვერდით იქნება

გუშინ, 17:59

ევროპა ლიგაზე დინამოს, ტორპედოს და ჩიხურას მეტოქეები ცნობილია

რამდენიმე წუთის წინ, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა დასრულდა.

გუშინ, 17:51

რეალმა როდრიგო წარადგინა და კიდევ ერთი პრეზენტაცია დააანონსა

"სანტიაგო ბერნაბეუზე" ბრაზილიელი ახალგაზრდა ფეხბურთელის პრეზენტაცია შედგა.

გუშინ, 17:32

ყველა სიახლე